19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისაზოგადოება650 000 მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს

650 000 მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს

მარგველაშვილი 2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.

საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს.

თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრულ პაკეტში 100-160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი – 200-320 ლარს. სამინისტროს ახალი ინიციატივით 2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები