იწყება 59-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571

გამარჯობათ, მე-60 საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია რა რიცხვიდან გამოცხადდება?
მოგესალმებით.საყოველთაო 60 ნათლობა როდის იქნება ტელევიზიის გარდა როგორ შემეძლება გაგება.ორი მათლობა გამოვტოვეთ ვერ გავიგეთ თავის დროზე.ორი პატარა მონათლული ყავს პატრიარქს ეხლა მეოთხეს მონათვლას ველოდებით.იმედია კიდევ არ გამოვტოვებთ.მადლობას გიხდით წინასწარ
უკაცრავად შემდგომი რეგისტრაცია როდის დაიწყება და ნათლობა როდის იქნება ხომ ვერ მეტყვით
როგორც კი გახდება ცნობილი ნათლობის რეგისტრაციის თარიღი, განვათავსებთ საიტზე