მთავარი » საზოგადოება

50-ე აქცია ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.09.2013 | 2,578 ნახვა

29 სექტემბერს „მართლმადიდებელთა კრებულის“ ორგანიზებით იუსტიციის სახლის წინ ID ბარათების ალტერნატივისა და აქცია აიდი ბარათებზე არჩევანის თავისუფლების მოთხოვნით, რიგით 50-ე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა თავიანთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართეს და თავისი დაპირება შეახსენეს.

„სახელმწიფომ ბოიკოტი გამოგვიცხადა. ჩვენ ყველანაირ არჩევნებში ლიკვიდირებულნი ვართ. ამიტომ ყველანაირ არჩევნებს ვუცხადებთ პროტესტს… ჩვენ არ გვაქვს ID ბარათები და არც ვაპირებთ აღებას. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, ნუ გაგვყრიან ქვეყნიდან. ალტერნატივა ყველანაირ პრობლემას მოხსნის,“-განაცხადა „მართლმადიდებელთა კრებულის“ ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაშვებულია ალტერნატივა და რიტორიკული კითხვით მიმართა მთავრობას: „საქართველოში ID ბარათი მხოლოდ 600 000 ადამიანს აქვს და რა ქნას დარჩენილმა 2-მა და 3-მა მილიონმა ადამიანმა? როგორ იცხოვრონ მათ ქვეყანაში?!“

საპროტესტო აქციას სასულიერო პირები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დეკანოზი დავით დათუაშვილი (წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): „ID ბარათის ჩიპს აქვს განახლების ფუნქცია. მართალია, გვეუბნებიან და გვამშვიდებენ, რომ მასში მხოლოდ პიროვნების სახელი და გვარია ჩაწერილი, მაგრამ არ ვიცით რა ფუნქცია დაემატება მომავალში. საჭიროა ერის გამოფხიზლება… ID ბარათების საშუალებით ძალიან ადვილად ხდება პირად ცხოვრებაში შემოჭრა, მისი გაკონტროლება.“

აქციაზე თავიანთი აზრი დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „მოგვეცით ალტერნატიული არჩევანის უფლება. ჩვენ ამის უფლებას გვაძლევს კონსტიტუცია. მოვუწოდებ ქართველებს დაიცვან თავიანთი უფლებები. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.“

აქციაზე მყოფ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან ჩაჩუამ და გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ალტერნატივის დაშვებას დაჰპირდა.

მამა ბასილი ახვლედიანის თქმით, საზოგადოების ნაწილი ხშირად აღნიშნავს, რომ სამღვდელოება საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მოქმედებს, როცა მსგავს აქციებზე გამოდის. „საპატრიარქოს არასოდეს არ უთქვამს ჩვენთვის, თქვენ არასწორად იქცევით და გაჩერდით, შეჩერდით-ო,“ – აღნიშნა მამა ბასილმა.

შეგახსენებთ, თბილისში აქციის მსვლელობის პარალელურად საპროტესტო აქცია ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით ქუთაისში გაიმართა.
ორგანიზატორის თქმით, აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას.

მაია ბურდული


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი