5 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო 37-ე ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 621 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 19 136 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
შეგახსენებთ, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

gtxovt mitxrat,batumshi rodis igegmeba sayoveltao natloba?