მთავარისაზოგადოება3 მარტი დედის დღეა

3 მარტი დედის დღეა

3 მარტი საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.

რატომ აღვნიშნავთ დედის დღეს 3 მარტს?

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ დედის დღე საქართველოში საერთაშორისო ქალთა დღეს – 8 მარტს შეცვლიდა, თუმცა დღემდე საქართველოში ორივე დღესასწაული აღინიშნება.

არსებული ინფორმაციების თანახმად დედის დღეს რუსეთში აღნიშნავენ ნოემბრის თვის ბოლო კვირა დღეს, დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში კი მაისის თვის მეორე კვირა დღეს.

ყველა დედას და მომავალ დედას გილოცავთ დედის დღეს!

1 COMMENT

  1. ზვიადის დაწესებული არ არის შევარდნაძემ მოიგონა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები