მთავარისაზოგადოება3 აპრილიდან თბილისში ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან

3 აპრილიდან თბილისში ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან

დასუფთავება გარემოს დაცვა დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს აქტუალური პრობლემაა. სუფთა გარემოზე არის დამოკიდებული ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმის კარგად გააზრება, თუ რამდენად სახიფათოა გარემოს დაბინძურება.

საქართველოში ამ მხრივ სავალალო მდგომარეობა გვაქვს. ამის დასტურია თბილისის ქუჩები და ბევრი არალეგალური ნაგავსაყრელი. ასეთი ნაგავსაყრელები ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა.

სახელმწიფომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღო ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც პირველადი გაფრთხილების შემდეგ ფულად სანქციებს ითვალისწინებს. “ამბიონი” დაუკავშირდა “თბილსერვის ჯგუფის” საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებას, მათი ინფორმაციით:

– 2017 წლის 3 აპრილიდან თბილისში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. პირველი ეტაპისთვის – ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორების გამოჩენას, მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება. ისინი მოქალაქეებს გააფრთხილებენ, მიუთითებენ მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრაზე და ინფორმაციას მიაწვდიან სანქციებთან დაკავშირებით.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში ივლიან – სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით, სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები.

კანონი გარემოს დაბინძურებაზე შემდეგ მუხლებს ითვალისწინებს:

• 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
• 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
• ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი.

გახსოვდეთ! გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე. ერთად გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ გარემოს!

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები