მთავარიქრისტიანობა27 თებერვალს სამებაში საჯანმრთელო პარაკლისი ჩატარდება

27 თებერვალს სამებაში საჯანმრთელო პარაკლისი ჩატარდება

სამება სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებისთვის პატივის მისაგებად უამრავი მომლოცველი მიდის.

“ვითვალისწინებთ რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დიდ სურვილს წმინდანთან მიახლებისა, მათთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12 საათიდან 17 საათამდე საგანგებოდ გადახდილი იქნება საჯანმრთელო პარაკლისები და დაილოცებიან მომსვლელნი. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ სხვა დროსაც შეეძლებათ ტაძარში მიბრძანება. მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული აღასრულა და ღვთის მადლით კვლავაც ბევრს აღასრულებს, მისი ლოცვა და ღვთის წინაშე მეოხება შეეწიოს სრულიად საქართველოს,” -ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები