მთავარიქრისტიანობა27 სექტემბერს პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება

27 სექტემბერს პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება

ნათლობა ჯვართამაღლებას, 27 სექტემბერს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება.

ჩვილთა 45-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 29 053 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

3 COMMENTS

  1. Ra sabutebia sachiro da ra etapebis gavla imisatvis rom chemi shvilic gaxdes patroarqis natluli?? Aris tu ara shesadzlebeli da tanxmoba iqneba tu ara ucmindesis da unetaresisi mxridan imazed , rom igi gaxdes natlia emigrantul ojaxshi dabadebuli mesame shvilisa??

    • რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

      • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.
      • მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები.
      • შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.
      • მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი cd დისკით.

      საკონტაქტო ტელეფონები:

      593 90 08 10
      558 65 11 59
      593 46 45 71

  2. მადლობა ღმერთს ამდიდი საჩუქრისთვის, ღმერთმა დალოცოს ველა ჩვილი ვინც დღეს მოინათლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები