მთავარი » საზოგადოება

26 მაისი – 2014

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.05.2014 | 1,388 ნახვა

2014 წელს 26 მაისი განსაკუთრებულად აღინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისთან ერთად სადღესასწაულო 26 მაისი ღონისძიებებში 11 ქალაქი გახლდათ ჩართული: ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, მცხეთა, თელავი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი და ბათუმი.

გადაკეტილ პროსპექტებზე მოეწყო სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვები. სახალხო ზეიმში მონაწილე ადამიანებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ „ყვავილების ზეიმი“, მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ბავშვებისთვის კი გასართობი გასართობი ცენტრები იყო მოწყობილი.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამინისტროების კარვები იყო განთავსებული, – საინფორმაციო და გასართობი კუთხით. ამასთანავე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ და ევროპის მოედანზე ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართა, 26 მაისი სადაც საზოგადოების წინაშე ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები წარსდგნენ.

დედაქალაქში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა. მოეწყო: იროკეზების გადაფრენა; წვევამდელების შემოსვლა, ფიცის დადების ცერემონია, დროშების ფლეშმობი სამხედრო ორკესტრის თანხლებით და კონკურსის “ჩემი ჯარისკაცი” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

ღონისძიებაზე გაისმა სახელმწიფო ჰიმნი და ოფიციალური პირები სიტყვით გამოვიდნენ.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართული გალაკონცერტითა და კიდევ ერთხელ შესრულები ჰიმნით დასრულდა. 12-ვე ქალაქში ერთდოულად გაისროლეს სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი ფოიერვერკები.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი