მთავარი » საზოგადოება

26 მაისი 2013

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.05.2013 | 2,107 ნახვა

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისი 2013 მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 ქალაქში არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

თბილისში საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო, თავისუფლების მოედანზე წვრთნისა და განათლების სარდლობის ძირითადი საბრძოლო მომზადების (BCT) 72-მა კურსდამთავრებულმა საზეიმოდ ფიცი დადო. მათ ქართულ არმიაში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირადად მიულოცა.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საპატიო ყარაულის მედროშეთა და საჩვენებელმა კოლოფებმა და სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საზეიმო მარშით რუსთაველის გამზირი ჩაიარა. საზეიმო სვლა ვარდების მოედანზე დასრულდა, სადაც გამოფენილი იყო ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ტექნიკისა და შეიარაღებას გაცნობოდნენ და სამხედრო მოსამსახურის სრული აღჭურვილობა საკუთარ თავზეც მოერგოთ.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა საქართველოს 11 ქალაქში გამოიფინა – თბილისი (ვარდების მოედანი, გლდანის პარკსა და ვარკეთილის IV მ/რ-ში პოლიციის შენობის წინ), თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ამბროლაური, საჩხერე და სენაკი.

რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყო სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები, სპორტული თამაშები, გამოფენები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო თექა, ხელნაკეთი თოჯინები, სამკაულები, თიხისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა.

ფოტო დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი