მთავარი » სხვადასხვა

22-23 თებერვალს თბილისიდან მცხეთამდე სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.02.2014 | 2,008 ნახვა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 22 და 23 თებერვალს, დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე თბილისიდან მცხეთის samsjavro მიმართულებით 3 სპეციალური მარშრუტი დაინიშნება.

“როგორც ცნობილია შაბათს, 22 თებერვალს მცხეთაში იხსნება მამა გაბრილების საფლავი. საზოგადოების ინტერესის, მომლოცველთა დიდი რაოდენობისა და საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 22 და 23 თებერვალს, დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დაინიშნება 3 სპეციალური მარშრუტი.

მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებს: დიდუბის მეტროს ზედა გასასვლელიდან, მეტრო სადგურ “ვაგზლის მოედნის” ავტობუსის გაჩერებიდან (“თბილისის ცენტრალის” წინ) და დიდი დიღმიდან (“გუდვილის” მიმდებარე ტერიტორია)”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა განხორციელდება უფასოდ და ამ მომსახურებისათვის გამოყოფილი იქნება 140 ავტობუსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი