მთავარიპოპულარული2013-2014 სასწავლო წელი დაიწყო

2013-2014 სასწავლო წელი დაიწყო

16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასწავლო წლის დაწყება თამარ სანიკიძე

მოსწავლეებსა და სტუდენტებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდკონტიგენტიან 47-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.

ახალ სასწავლო წელს სამინისტრო ბევრი სიახლით ხვდება:

60 000-ზე მეტ პედაგოგსა და სკოლების 20 000-მდე ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს ხელფასი გაეზარდა;

ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელობი გადაეცა;

უფასო სახელმძღვანელოები კერძო სკოლების სოციალურად დაუცველ და საჯარო სკოლის შენობის გასხვისების შედეგად კერძო სკოლის მოსწავლეებად დარეგისტრირებულ მოსწავლეებს გადაეცათ, ასევე 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების შვილებს;

მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტი სკოლა გარემონტდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება;

ცხრა ახალი სკოლის მშენებლობა იწყება, პროექტების მომზადება დასრულებულია;

გრძელდება სკოლების ავტობუსებით უზრუნველყოფის პროგრამა და ახალ სასწავლო წელს 906-ზე მეტი სკოლის 45 000-მდე მოსწავლე ისარგებლებს უფასო ტრანსპორტირებთ;

იცვლება და უფრო მოქნილი გახდება მასწავლებლების სერთიფიცირების დანამატის გაცემის სქემა;

ბუკები, რომელიც ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა, გაუმჯობესებულია ტექნიკური მახასიათებლებით და პროგრამებით. მათი გამოყენება, არა მხოლოდ პირველ, არამედ, მეორე და მესამე კლასებშიც შეიძლება. ახალი სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშების განახლება/შევსება მომავალშიც სისტემატიურად განხორციელდება;

წელს პირველად, ყველა პირველი კლასის დამრიგებელს კლასთან მუშაობისათვის ნაცვლად ბუკისა, სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერები გადაეცემათ;

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში იქნება ინტერნეტი და მასწავლებლებს ელექტრონულ რესურსებთან მუშაობის საშუალება ექნებათ;
საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ელექტრონულ საქმის წარმოებაზე გადავა;

სკოლებში ახალი ტიპის საკლასო ჟურნალები შევიდა, ხოლო მათი ელექტრონული ვერსიის პილოტირება 15 საჯარო სკოლაში დაიწყება;
შეიცვალა მოსწავლის პირადი საქმის სტრუქტურა;

ორ საჯარო სკოლაში (#166, #64) სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასი გაიხსნა;

ყველა საჯარო სკოლაში, სადაც ისწავლის სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლე, დამატებითი პერსონალი-სპეცმასწავლებელი იმუშავებს, რომელსაც სამინისტრო დააფინანსებს;

ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იაშვილის კლინიკაში სპეციალური სკოლა მოეწყო და ადგილზე ჩაუტარდებათ გაკვეთილები;

მასწავლებლებისთვის მომზადდა, ყველა კლასის საგნობრივი გზამკვლევები, რომელიც სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში აიტვირთება;

ყველა რესურსცენტრს ეყოლება იურისტი, რომელიც სკოლებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

საჯარო სკოლებში კარიერის დაგეგმვის და პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვის კურსი დაიწყება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს პროფესიის არჩევისას გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები