20 დეკემბერს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება.
სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12.00 საათზე დაიწყება. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია II უხელმძღვანელებს.
სხდომის დღის წესრიგი უცნობია.
სხდომის მიერ მიღებული დადგენილება, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმ. სინოდის პირველი სხდომა 5 ივლისს გაიმართა.
