მთავარი » პოპულარული

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.05.2012 | 2,259 ნახვა

უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიო ამ თარიღს აღნიშნავს. ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეროვნული მუზეუმის ქართველ თუ უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს მუზეუმის დღეს ულოცავს და 14-დან 19 მაისის ჩათვლით საინტერესო კვირეულს სთავაზობს.

გერმანული გამოფენა 2012 წლის 14 მაისს, 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსება გამოფენა “გერმანელები და ქართველები – შუა საუკუნეებიდან დღემდე”.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის გერმანული ფონდი და გერმანიის საელჩო თბილისში.

გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ასახავს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს გერმანელებსა და ქართველებს შორის არსებულ მჭიდრო და საუკუნოვან ურთიერთობებს. გამოფენის ნახვა შესაძლებელი იქნება 2012 წლის 22 სექტემბრამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული პირველი კონტაქტები მე-12 საუკუნეში, მე-19 და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის განსაკუთრებით ინტენსიური ურთიერთობების ამსახველი მასალა.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს საქართველოს ისტორიის, ხელოვნმებისა და თბილისის ისტორიის მუზეუმებში დაცული არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ბოტანიკური, ზოოლოგიური, გეოლოგიური, ფერწერული და გრაფიკული კოლექციების 300-მდე ექსპონატი. აგრეთვე, წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექცია და საფეხბურთო კლუბ “დინამოდან” თასების მფლობელთა თასი.

აქამდე არც ერთ სხვა გამოფენაზე ყოფილა წარმოდგენილი გერმანელებისა და ქართველების საერთო ისტორიის ამსახველი ასეთი სრულყოფილი სურათი.

პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს მაღალი რანგის სტუმრების თანდასწრებით გამოფენას გახსნიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე და გერმანიის ელჩი, ბატონი ორთვინ ჰენიგი.
გამოფენა იმართება გერმანული კვირეულის ფარგლებში.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რუსთაველის გამზ.3


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი