13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობა17 მაისს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღნიშნა

17 მაისს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღნიშნა

პატრიარქი 17 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები დედაქალაქში რამდენიმე ადგილზე გაიმართა: რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის, პარლამენტის შენობისა და ოპერის თეატრის წინ, თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხალხმრავლობა იყო. სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსულმა სახელოვნებო ჯგუფებმა და ანსამბლებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.

5-ვე ადგილზე წმ. სინოდის წევრებმა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს. საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ პარაკლისი პარლამენტის შენობის წინ აღასრულეს. მღვდელმთავრებმა შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცეს და ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

17 მაისს სამების საკათერდო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 7 და მეტშვილიან 100 ოჯახს მამულისათვის თავდადებულის სიგელები გადასცა.

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლისადმი სავედრებელი პარაკლისი სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. პატრიარქმა სრულიად საქართველო დალოცა. უწმინდესმა ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები