მთავარი » ქრისტიანობა

17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2014 | 4,999 ნახვა

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სამება ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

“დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ თაყვანს და პატივს ვცემთ ჩვენ მშობლებს. გვახსენდება დღეს სიტყვები ათი მცნებიდან: “პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ეს არის უდიდესი მადლი, უდიდესი წყალობა ღვთისა, როცა შვილი პატივს და თაყვანს სცემს თავის მშობელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შვილი ბედნიერი იქნება. დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს წმინდა ეკლესია, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენი მშობლებისადმი. ჩვენი მშობლები არის მადლით მოსილი ღვთისაგან და დალოცვა მშობელთა არის დალოცვა ღვთისა.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მშობლებს, წარსულებს და აქა მყოფთა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიმსახუროთ კურთხევა და დალოცვა ჩვენი მშობლებისა. ეს არის გზა მშვიდობისკენ, ეს არის გზა ბედნიერებისაკენ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას. აი, აქედან უნდა დაიწყოს ადამიანმა ბედნიერებისაკენ სვლა. არის შემთხვევა, როცა მშობელი აღარ ახსოვს შვილს, შვილებს. დიდ განსაცდელში ვარდება ასეთი შვილი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ჩვენს მშობლებზე,“ – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორემ ქადაგების შემდეგ სპეციალური ლოცვა წაიკითხა, რითაც მისი სულიერი შვილები, საქართველოში და ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი და სრულიად საქართველო დალოცა,

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინა.

სამღვდელოების წარმომადგენლებმა და მრევლმა მსვლელობა, ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ 10:00 საათზე დაიწყეს.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი