ა.წ. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება. ამასთან დაკავშირებით დილიდანვე გაიმართება ღონისძიებები რამდენიმე ადგილას.
17 მაისს, 13:00 საათზე, “ვარდების” მოედნიდან (სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს.
მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან.
შეგახსენებთ, რომ გლდანისა და მუხიანის ეკლესიების მრევლი 9 საათზე, იკრიბება ფილარმონიასთან, სადაც სასულიერო პირები ჩაატარებენ პარაკლისს.
