მთავარიქრისტიანობა15 ნოემბერს პატრიარქის ნათლული 600-მდე ბავშვი გახდება

15 ნოემბერს პატრიარქის ნათლული 600-მდე ბავშვი გახდება

ნათლობა 15 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება.

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 29 698 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 45-ე ნათლობა სამების ტაძარში 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შედგა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

2 COMMENTS

  1. დიდი მადლობა უფალს ჩვენს პატრიარქს და დიდი მადლობა ყველა სასულიერო პირს

  2. Gamarjobat,mainteresebs ra sabutebia sachiro natlobastan dakavshirebit da rodidan iwyeba sabutebis migeba, rom natlisgebistvis movnatlo,didi madloba

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები