მთავარისაზოგადოება15 ივნისი - გლოვის დღე საქართველოში

15 ივნისი – გლოვის დღე საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ყველაფერს მოევლება, თუმცა ყველაზე დიდი ტრაგედია და ტკივილია ადამიანების სიცოცხლე, რომელიც დავკარგეთ და ვერ დავაბრუნებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, დაღუპულთა ოჯახები 10-10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, უკვე გამოიყო 10 მილიონი ლარი.

პრემიერის თქმით, არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე.
“დავითვალოთ დეტალურად ზარალი და მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები