25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისხვადასხვა112 გხედავთ - ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის

112 გხედავთ – ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის

2015 წლის 27 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმროში Holliday Inn (26 მაისის ქუჩა #1) გაიმართება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112 112-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ:
· გიორგი ბიჭაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის დირექტორი;
· ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში;
· არჩილ თალაკვაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
· ზაზა სოფრომაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 112-ის ახალი სერვისის უშუალო ბენეფიციარები.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

112 ყველასთვის, როცა წამები გადამწყვეტია…

112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. 112-ში შემოსული შეტყობინება, გადაუდებელი დახმარების შესახებ, გადაეცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ვიდეო ზარის მეშვეობით შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.

სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებ-გვერდზე WWW.112.GE.
სერვისი ამოქმედდება 27 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები