მთავარიჯანმრთელობარა არის მნიშვნელოვანი ალერგიის ეფექტიანი მართვისთვის?

რა არის მნიშვნელოვანი ალერგიის ეფექტიანი მართვისთვის?

ალერგია დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აღენიშნება. სპეციალისტები აღნიშნულ ტენდენციას უკავშირებენ ეკოლოგიურ ცვლილებებს, ცხოვრების თანამედროვე წესს, გარემოს დაბინძურებასა და სხვადასხვა გარემო და ქიმიური ფაქტორის ზემოქმედებას.
ალერგია წარმოადგენს იმუნური სისტემის სპეციფიკურ რეაქციას ალერგენებზე. ძირითადი ალერგენებია:

– მცენარეთა მტვერი
– მტვრის ტკიპები
– გარკვეული საკვები პროდუქტები
– ცხოველების ბეწვი
– მედიკამენტები
– მწერების ნაკბენი

მსოფლიოში ალერგიული დაავადებების, მათ შორის ალერგიული რინიტის, ასთმის, ატოპიური დერმატიტისა და კვებითი ალერგიის გავრცელება მუდმივად იზრდება.

ალერგიის ძირითადი სიმპტომებია: ქრონიკული სურდო (ალერგიული რინიტი), ასთმური სიმპტომები, კანზე გამონაყარი (ატოპიური დერმატიტი) და მძიმე ალერგიული რეაქცია- ანაფილაქსია.

ალერგიის ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, დროული დიაგნოსტიკა, რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა და ალერგოლოგთან ან შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები