ძველნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის ძველნაბეჭდ წიგნებს რესტავრაცია უტარდება.
რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში უკვე მუშაობენ მე-18-19 საუკუნეების შემდეგ გამოცემებზე:
· “დაუჯდომელი”, თბილისი, 1790, ერეკლე II-ის სტამბა; “იბაკონი წმიდისა ღუთის მშობლისა, რომელსა დაუჯდომელი ეწოდების”. ტექსტის წინ ჩართულ ფურცელზე დატანილია ხარების, ხოლო შიდა გვერდზე ღვთისმშობლის მინიატურა. თავების დასაწყისი შემკულია ყვავილოვანი ორნამენტებით. ანბანი – ქართული მხედრული;
· ნაბოძები ღრამატა აზნაურთადმი რუსეთისათა”, სანკტპერებურღი, 1811, რუსულ-ქართულ ენებზე;
· “თვითმასწავლებელი, რომელი იპყრობს თვის შორის ღრამმატიკასა, ზნეობის სწავლასა, საუბარსა და ლექსიკონსა რუსულსა და ქართულსა ენასა ზედა”. ავტორი გოდერძი ფირალოვი სანკტპეტერბურგი, 1820. რუსულ-ქართულ ენებზე;
· “თანსატარებელი ლოცვის წიგნი, რომელის იპყრობს თვის შორის საყოველდღივო სხვადასხვა შვენიერს ლოცვებსა” (საქართველოს რომის კათოლიკეთათვის), კონსტანტინოპოლი, 1877, ქართულ ენაზე;
· “კავკასიური სალაშქრო ნახატები”, სანკტპეტერბურგი, 1896. 60-გვერდიან ალბომში შესულია გერმანელი მხატვრის ტეოდორ გორშელტის მიერ კავკასიის თემატიკაზე შესრულებული ნახატები. სურათები ასახავს როგორც სამხედრო პირების, ისე ჩვეულებრივი კავკასიელების ყოველდღიურობას.
წიგნების რესტავრაციის გეგმა, მათი ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, უკვე შედგენილია. დაზიანების ხარისხის მიხედვით წიგნების რესტავრაციას 1-დან 3 თვემდე დასჭირდება.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
zalian kargi saitia da misgan bevr informacias vigeb.