ძველი ქართველი მწიგნობარნი
ქართველთა სამწიგნობრო კულტურა საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად იქმნებოდა დიდი ქართველი მოღვაწეების მიერ; ისინი არქაული და თანამედროვე ხალხური ენობრივი მონაცემების შეზავებით მდიდარ, გამომსახველობით ენას ქმნიდნენ. ამ ფაქტორმა შეაპირობა სამწიგნობრო ენის თვისობრივი უცვლელობა და სულ მცირე, თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა.
ქართული კულტურა ძირითადად საქართველოს კუთხეებში არსებულ კულტურულ ცენტრებში მოღვაწე მწიგნობართაგან იქმ-ნებოდა, კერძოდ:
სამხრეთ საქართველოში: იოანე მოსხი, არსენ საფარელი, გრი-გოლ ხანძთელი, გიორგი მერჩულე, ბასილ ზარზმელი, იოანე მტბევარი, იოანე ოქროპირი…
დასავლეთ საქართველოში: იოანე ლაზი, იოანე მინჩხი (მარტ-ვილელი), სტეფანე სანანოისძე, იოანე პეტრიწი, ტბელი აბუსერიძე, ჭყონდიდლების მრავალი თაობა…
აღმოსავლეთ საქართველოში: ბაკური, პეტრე იბერი, იაკობ ცურტაველი, შიო მღვიმელი, გრიგოლ დიაკონი, იოანე საბანისძე, იოანე ბოლნელი, ლეონტი მროველი, არსენ იყალთოელი…
საზღვარგარეთულ ცენტრებში: იოანე ზოსიმე, ბასილ საბაწმინ-დელი, მიქელ მოდრეკილი, ფილიპე ბეთლემელი, ექვთიმე მთაწმინ-დელი, გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, გიორგი მცირე…
მათ მოამზადეს შოთა რუსთველის ეპოქა…
მოკლედ ძველ ქართველ მწიგნობართა ერთ ნაწილის შესახებ:
ბაკური. ბაკური არის IV საუკუნეში მცხოვრები ფილოსოფოსი, იბერიის სამეფო გვარეულობის წარმომადგენელი, რომლის შესახებაც ოდენ ბერძნულ-ლათინურმა წყაროებმა შემოინახეს ცნობები; ბაკურს განათლება მიუღია ძველი კოლხეთის ტრადიციების მემკვი-დრე ფილოსოფიურ სკოლაში, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებულა. ბიზანტიაში ხანგრძლივი მოღვაწეობისას მას დიდი სახ-ელი მოუხვეჭია თავისი სიბრძნის გამო, იმ ზომამდეც, რომ ერთი ცნობილი ბიზანტიელი ფილოსოფოსი მას “ღმერთების საყვარელს” უწოდებს. სავალალო ისაა, რომ ბაკურის თხზულებათაგან ჩვენამდე აღარაფერს მოუღწევია.
იოანე ლაზი. IV საუკუნის ბოლოსა და V საუკუნის დასაწყისში ქართლში სამეფო კარისა და ეკლესიის იერარქთა მეთაურობით გააქტიურებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობა, რომელსაც ერთვოდა საკუთრივ ქრისტიანული ორიგინალური შედევრების შექმნა. უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა მეფე ბაკურის სამეფო კარი. სწორედ აქ სამი წლის უფლისწულის – მურვანოსის (შემ-დგომში – პეტრე იბერის) აღმზრდელად დასავლეთ საქართველოდან მოიწვიეს მითრიდატე ლაზი. იგი 12 წლამდე ზრდიდა და მწიგნო-ბრობას ასწავლიდა მეფისწულს.
ს. ყაუხჩიშვილის მოსაზრებით, იოანე ანუ მითრიდატე ლაზი დასავლეთ საქართველოს ცნობილი რიტორიკული სკოლის წარმო-მადგენელი იყო. იგი პეტრეს ასწავლიდა ქართულს. იოანე (მითრი-დატე) ლაზი უნდა ყოფილიყო ქართული ქრისტიანული საღვ-თისმსახურო ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქართული მთარგმნელობითი სკოლის ერთ-ერთი ლიდერი (ა.ჯაფარიძე).
იოანე ლაზი მიჩნეულია პალესტინის ქართული მონასტრის (სადაც დაცულია უძველესი ქართული წარწერები) ამგებად.
პეტრე იბერი. იბერიის მეფის – ვარაზ-ბაკურის (ან ვარაზ-ბაქარის ძე) ძე მურვანი 409 წელს (ან 410, 412 წწ.) უნდა დაბადე-ბულიყო. იგი თორმეტი ან თხუთმეტი წლისა სათანადო ამალითურთ მძევლად წარუგზავნიათ კონსტანტინეპოლში. ჭაბუკი მურვანი იმ-პერატორსა და კარის ფილოსოფოსებს აცვიფრებდა ნიჭითა და გან-სწავლულობით. მეფე-დედოფლის გამორჩეული სიყვარულით იყო გარემოსილი, დიდება არ აკლდა. მიუხედავად ამისა, მეფური ცხოვრების ბრწყინვალებას მან ბერის ცხოვრება არჩია: თავის სულიერ მოძღვართან – მითრიდატე ლაზთან ერთად სასახლიდან გაიპარა და პალესტინაში, იერუსალიმში, მასწავლებელთან ერთად ბერად აღიკვეცა; ამის შემდეგ ეწოდა მურვანს პეტრე, ხოლო მითრიდატეს – იოანე.
წმინდა ადგილების მოლოცვისა და წარმატებული სასულიერო საქმიანობის შემდეგ ისინი დაემკვიდრდნენ პალესტინაში, სადაც შემდგომში პეტრე ქალაქ მაიაუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. ოთხ-მოც წლამდე იცოცხლა პეტრე იბერიელმა და დიდი გავლენა და სახ-ელი მოიპოვა ბიზანტიაში. იმდროინდელი წყაროები მას მოიხსენიე-ბენ, როგორც “მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს”, “მეორე მოციქულ პავლეს”, “მეორე მოსეს”.
პეტრე იბერის მიერაა დაწერილი “არეოპაგიტული წიგნები”, რომლებიც VI საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან შეცდომით მიეწერებოდა პავლე მოციქულის მოწაფეს დიონისე არეოპაგელს (ე.ჰონიგმანი, შ.ნუცუბიძე).
პეტრე იბერიელის წიგნებმა შუა საუკუნეების აზროვნებასა და კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა და იქცა რენესანსის ფილოსოფიურ საფუძვლადაც.

იაკობ ხუცესი. იაკობ ცურტაველი ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების” – ავტორია. იაკობი ქრისტიანობისათვის წამებული დედოფლის მოძღვარი იყო და, ბუნებრივია, თავადაც არის ნაწარმოების პერ-სონაჟი. 476-482 წლებში შექმნილი ამ თხზულებიდან ჩანს, რომ იაკობი ბრძენი და საფუძვლიანად განათლებული პიროვნებაა. იაკობ ხუცესს ცურტაველსაც უწოდებენ. ვარაუდობენ, რომ იგი მოგვიანე-ბით ცურტავის ეპისკოპოსიც გახდა. ცურტავი მდებარეობდა ბოლ-ნისსა და რუსთავს შორის, იქ, სადაც ერთდება ორი მდინარე – მაშა-ვერა და ხრამი.
ცურტავში იყო ქართლის პიტიახშის რეზიდენცია. აქვე არსე-ბობდა კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, სადაც სწავლობდნენ ქართველებიც და მეზობელი სომხებიც. აქ უსწავლია V საუკუნის ცნობილ სომეხ ისტორიკოსს – ლაზარ ფარპელს (ლაზარ ფარპეცს).
გრიგოლ დიაკონი. გრიგოლი პირველი ქართველი ის-ტორიკოსია, რომელსაც დაუწერია “ქართლის მოკლე მოქცევა”; “მო-ქცევა~ ქართლისა~ს” ჭელიშურ ვერსიაში ვკითხულობთ: “ვითარცა სწერია გრიგოლ დიაკონის მცირესა მას, მოკლედ აღწერილსა, წიგნსა ქართლისა მოქცევისასა” (ე. თაყაიშვილი, 1911, გვ. 714). ს. კაკაბაძის აზრით, გრიგოლი არის IV საუკუნის II ნახევრის მწერალი; 380-400 წლებში მას ჯერ ბერძნულად და მერე ქართულად დაუ-წერია “მცირე მოქცევა~ ქართლისა~”. კ. კეკელიძე თვლის, რომ IV საუკუნეში ამ დონეზე ვერ იქნებოდა განვითარებული ქართული მწერლობა. სამწუხაროდ, ამ მოღვაწის შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება.
იოანე მოსხი (შდრ., სამცხის ისტორიული სოფელი მუსხი) VI-VII საუკუნეების მსოფლიოში ცნობილი მწერალია. მისი ნოველების კრებული შემონახულია ბერძნულ ენაზეც (ლიმონარი – “მდელო”) და ქართულადაც (”სამოთხე”). ფიქრობენ, რომ ბერძნულ “ლიმონ-არსა” და ქართულ “სამოთხეში” შესული ნოველები იოანე მოსხმა ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად დაწერა ბერძნულადაც და ქარ-თულადაც. არის მოსაზრება, რომ იოანე მოსხის კალამს ეკუთვნის “სიბრძნე ბალაჰვარისი”.
შიო მღვიმელი VI საუკუნის საეკლესიო მოღვაწეა; იგი იმ 13 ასურელ მამათაგანია, რომლებიც საქართველოში სირიიდან ჩამოვიდნენ. ვარაუდობენ, რომ ასურელი მამები, წარმოშობით – კა-ბადოკიელები, ქართველური მოდგმისანი იყვნენ (შდრ., კაბა-დოკიელები იყვნენ წმინდა გიორგიც, წმინდა ნინოც; ვარაუდობენ, რომ კა-ბადოკიელია აზოც). ილ. აბულაძის აზრით, შიო ქართველია, იგი იყო იოანე ზედაზნელის მოწაფე, შეძლებულ ღვთისმსახურ აზნაურთა შვილი, ბერად აღიკვეცა, მოღვაწეობდა ზედაზენში და მერე წავიდა სირიაში.
შიო მღვიმელის სახელთან არის დაკავშირებული მცხეთის მახ-ლობლად დღემდე არსებული მონასტერი “შიომღვიმე”. ჩვენამდე არ არის მოღწეული მისი კრებული “სწავლანი”. შიო მღვიმელს აკუთვნებენ რამდენიმე სავედრებელს – ძველი ქართული პოეზიის ნიმუშებს; ერთ-ერთი მათგანი – “ოხითა~” მიმართულია ღვთის-მშობლისადმი და განმსჭვალულია ლირიზმით. შიოს ანდერძის თანახმად, “ოხითა~” იგალობებოდა ღვთისმშობლის ტაძარში.

იოანე საბანისძე. VIII საუკუნის მიწურულის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე და ნიჭიერი მწერალი იყო იოანე საბანისძე; სწორედ გამორჩეულობის გამო მიიღო მან ქართლის კათალიკოსის – სამოელის (780- 790 წწ.) თხოვნა, დაეწერა თხზულება ახალმოწამის – აბოს შესახებ.
790 წელს იოანე საბანისძეს უკვე დაწერილი ჰქონდა “აბოს წა-მება” და მას საქართველოს ყველა ეკლესიაში კითხულობდნენ.
იოანე საბანისძე არის პირველი, რომელმაც წამოჭრა ეროვნული საკითხი და განაცხადა, რომ ქართველები გაიმარჯვებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამაპაპურ წესსა და რიგს არ უღალატებდნენ. იგი დაუპირისპირდა არაბებსა და მათ მიერ გადაბირებულ ქართ-ველებს.
ვარაუდობენ, რომ იოანე საბანისძე მოღვაწეობდა მცხეთის ჯვრის მონასტერში.
სეითი VIII საუკუნის II ნახევრის მწიგნობარია, რომელიც იერუსალიმში, საბას ლავრაში მოღვაწეობდა. აკად. კ. კეკელიძის ვა-რაუდით, მან სათავე დაუდო აგიოგრაფიული კრებულის – “მრავალთავის” შექმნას.
გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელი VIII-IX საუკუნეების საქართველოში უდიდესი საეკლესიო მოღვაწე და პოეტია. პ. ინ-გოროყვას აზრით, გრიგოლ ხანძთელის კალამს 300-მდე ჰიმნო-გრაფიული შრომა ეკუთვნის.
გრიგოლმა 102 წელი იცოცხლა. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მან უამრავი მონასტერი და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა აღადგინა და ააშენა. გრიგოლ ხანძთელი ქართველი ერის სულიერ მამად შეიძლება მივიჩნიოთ: ტაო-კლარჯეთში მისმა დიდმა ღვაწლმა გადაარჩინა ერთიანი საქართ-ველოს იდეა, რასაც შედეგად მოჰყვა დიდი საქართველოს აღორძი-ნება და მსოფლიოში გამორჩეულ ქრისტიანულ ქვეყნად ქცევა.
არსენ დიდი საფარელი. არსენ საფარელის შესახებ ცნობებს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” იძლევა. არსენი სამცხიდანაა, შვილი დიდი ფეოდალის – მირიანისა. არსენი 27 წელი კათალიკოსობდა (860-887 წწ.). კ. კეკელიძის აზრით, არსენ დიდის კალამს ეკუთვნის თხზულება “თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა, არ-სენისა~, მცხეთელი კათოლიკოსისა~, რომელიც იყო სანახებთაგან სამებისთა საფარით, განყოფისთAს ქართლისა და სომხითისა”. ნაწარმოები ეხება ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ურთიერთობასა და განხეთქილების ისტორიას.
არსენის მეორე ცნობილი ნაწარმოებია “ცხოვრება და მარტ-ვილობა აბიბოს ნეკრესელისა”.
გიორგი მერჩულე (885-960 წწ.). გიორგი მერჩულე მოღ-ვაწეობდა მდინარე ჭოროხის ხეობაში მდებარე ხანძთის სავანეში. ნიჭიერი და განათლებული პიროვნება იყო, ზედმიწევნით ფლობდა ბერძნულ, არაბულ, სირიულ ენებს. თარგმნიდა წიგნებს. წერდა გა-მორჩეულ ლექსებს, რომლებსაც მისმა თანამედროვეებმა “მერჩუ-ლიულნი” უწოდეს. პროფესიით სამართალმცოდნე იყო. აქედან მოდის მისი ზედწოდება “მერჩულე”, რაც სჯულს ანუ საეკლესიო კა-ნონის მცოდნეს ნიშნავს (ივ. ამირხანაშვილი, 2006). გიორგი მერ-ჩულემ შექმნა ძველი ქართული სასულიერო მწერლობის შედევრი – “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”. მას ეკუთვნის საუკუნოვანი შე-ფასება: “ქართლად (საქართველოში) ფრიადი (მრავალი) ქუეყანა~ (მხარე) აღირაცხების (ითვლება), რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა~ ყოველი აღესრულების”.
იოანე მინჩხი. იოანე მინჩხი (სახელწოდება სოფლის სახელისგან მომდინარეობს; სოფელი მინჩხი ამჟამინდელ მარტვილის რაიონშია) ქარ-თული ჰიმნოგრაფიის უდიდესი წარმომადგენელია. X საუკუნის პო-ეტსა და მუსიკოსს მრავალი ჰიმნი აქვს შექმნილი, რომლებიც ცნო-ბილია ტერმინებით: “მინჩხნი”, “მინჩხნისანი”; სინის მთაზე დაცულია საგალობლები, რომელთაც აწერია “მინჩხურნი”; სპეციალისტების დასკვნით, ამ რიგის ქმნილებები ეკუთვნის მინჩხის სკოლის წარმო-მადგენლებს და არა თავად იოანე მინჩხს.
ექვთიმე მთაწმინდელი არის ათონის სალიტერატურო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და უდიდესი მოღვაწე, რომელმაც განსა-კუთრებული კვალი დატოვა ქართული მწერლობის ისტორიაში. ექვთიმემ დიდი მთარგმნელობითი საქმიანობა გასწია. ის არა მარტო ბერძნულიდან თარგმნიდა ქართულად, არამედ ქართულიდანაც ბერძნულად. მისი თარგმანებია: “რაოდენნიმე წერილნი”, “ბალაჰ-ვარი”, და “აბუკურა~”. ქართველი მკითხველის ინტერესებიდან გა-მომდინარე, თარგმნისას ექვთიმე ათონელი ახალ, თავისუფალ რე-დაქციას ქმნიდა; შეიძლება ითქვას, ის უცხოურ ქმნილებებს აქარ-თულებდა. მან, როგორც ბიზანტიელთა შორის კარგად ცნობილმა და დიდად პოპულარულმა მოღვაწემ, ცხადად დაანახა ბერძნებს ქართული კულტურის მაღალი დონე და ქართველი ერის საპატიო ადგილი ქრისტიან ერთა შორის.

ეფრემ მცირე. ეფრემ მცირე XI საუკუნის ცნობილი მოღვაწეა. იგი უნდა იყოს შვილი ტაოელი აზნაურის – ვაჩე კარიჭის ძისა, რო-მელიც იზიარებდა ბიზანტიის ორიენტაციას და კონსტანტინო-პოლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მიიღო განათლება და ზედ-მიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა.
ეფრემის მეთაურობით შავ მთაზე შეიქმნა ქართული მწერლობის მძლავრი კერა. ეფრემ მცირემ შეიმუშავა საკუთარი მთარგმნელო-ბითი თეორია, რომელიც სამ პრინციპს ეფუძნებოდა: 1. თხზულება უნდა ითარგმნოს მხოლოდ დედნიდან; 2. თარგმანი ზუსტად უნდა გადმოსცემდეს დედნის ტექსტს; 3. თარგმანს უნდა დაერთოს კო-მენტარები.
ეფრემი ფართო ერუდიციის მოღვაწეა; მან დიდი ღვაწლი გასწია ქართული სამწიგნობრო ენის განვითარებაში; განსაკუთრებით აღ-სანიშნავია ის, რომ ეფრემი ბარბარიზმებითა და კალკებით არ ამძიმებს დედაენას და ცდილობს შექმნას, ან ცოცხალ კილოებში მო-იძიოს სათარგმნი ლექსიკის შესატყვისი ქართული ერთეულები (შემდგომში სიტყვათქმნადობის ამავე კურსს აგრძელებს და ააქტიურებს იოანე პეტრიწი). ეფრემმა შეიმუშავა პუნქტუაციის ახალი სისტემა.

ქართული სამწიგნობრო ენის, ზოგადად, კულტურის ისტორიას ასევე ამშვენებენ: სტეფანე სანანოისძე (ჭყონდიდელი), დავით ტბელი, იოვანე-ზოსიმე, მიქელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი, სტეფანე ათონელი, თეოფილე ხუცესმონაზონი, ლეონტი მროველი, გიორგი მცირე, დავით აღმაშენებელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბერი, ნიკოლოზ გულაბერისძე, იოანე ანჩელი, იოანე შავთელი, არსენ იყალთოელი, ტბელი აბუსერიძე და სხვა. აქვე, საგანგებოდ დავასახ-ელებთ ცნობილ მწიგნობრებს სვანეთიდან: გრიგოლ სვანი, იოანე ქანცხიანი (ქაცხიანი), გრიგოლ ქანცხიანი, ილარიონ სოფრომაძე, ტიმოთე პაპა, იოანე ფარჯანიანი, ვახტანგ ფარჯანიანი, იოანე ხარი-ტონიანი, გიორგი მოზდონიანი, მიქაელ ოდარიანი, უხოჯელიანი, შქერიანი, იოანე ჯავესიანი, დემეტრე იფარელი, Bეშდინიანი, იოანე დალიდიანი, ქერაბინ ხოჯელანი, დემეტრე ღოღელიანი, ივანე მუ-ლახელი და მრავალი სხვ.
დასასრულ აღსანიშნავია ისიც, რომ წინა საუკუნეებში მოღვაწე ჩვენი წინაპრებიც განსაკუთრებული სისათუთით იხსენებდნენ და ინახავდნენ ძველ ქართველ მწიგნობართა სახელებს; სანიმუშოდ წარმოვადგენთ ნაწყვეტს XVI საუკუნის მოღვაწის – ბაგრატ ბატონ-იშვილის თხზულებიდან “მოთხრობა” სჯულთა უღმრთოთა ისმაიტელთ”: “იყვნეს უკუე უწინარეს მოჰამედისა კაცნი წმინდანი და სასწაულთმოქმედნი, ნათესავით ქართველნი, დავით (ტბელი) და სტეფანე (ჭყონდიდელი)… რომელნი წარვიდეს იერუსალიმს… და გვითარგმნეს ჩუენ წიგნები ყოველი ბერძნულისგან ქართუ-ლად”…
გამოყენებული ლიტერატურა:
“ქართული ენის ისტორია”, ტ. ფუტკარაძის რედაქცია, ქუთაისი, 2006 წელი.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
მადლობა ანა, ღმერთმა დაგლოცოს!