მთავარი » სხვადასხვა

ძველი და თანამედროვე ქუთაისი – გამოფენა ქუთაისის იუსტიციის სახლში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.07.2012 | 3,125 ნახვა

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამოფენა “ძველი და თანამედროვე ქუთაისი” გაიხსნა, რომელიც ქალაქის ისტორიულ და დღევანდელ ხედებს აერთიანებს.

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა და ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორმა მერაბ კეზევაძემ გახსნეს.

ძველი ქუთაისი

გამოფენა ნაწილია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტისა “საქართველოს ქალაქები”, რაც საუკუნისწინანდელი ხედების თანამედროვეობასთან შედარებასა და ფოტოისტორიის შემონახვას ემსახურება.

ქუთაისის ისტორიული ფოტოები დიმიტრი ერმაკოვს, გიორგი ნიკოლაძეს, ნიკოლოზ საღარაძეს და სხვა ფოტოგრაფებს ეკუთვნით. მათი დღევანდელი ანალოგები, ასევე, ქალაქის თანამედროვე არქიტექტურა ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა გადაიღო.

“საქართველოს ქალაქები” გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული არქივისა და გურამ წიბახაშვილის მონაწილეობით ბათუმში განხორციელდა და ფოტოები ბათუმის იუსტიციის სახლში გამოიფინა.

თანამედროვე ქუთაისი

მანამდე კი, 2009 წელს ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები ფოტოგრაფმა გიორგი მეურმიშვილმა გადაიღო, რასაც სპეციალური გამოფენა თბილისში მიეძღვნა.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი