მთავარი » კვირის ფოტორეპორტაჟი

ზურაბ დათუაშვილის ფოტოგრაფიკა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.06.2011 3 კომენტარი | 1,942 ნახვა

ზურაბ დათუაშვილის ფოტოგრაფიკა

ფოტოგრაფიკა ფოტოხელოვნების რთული განხრაა. საქართველოში მის პიონერად და დამფუძნებლად ზურაბ დათუაშვილი გვევლინება. მისმა შემოქმედებამ, ფოტოტექნიკის ცოდნამ და ფოტომეთოდების გამოყენებამ ქართული ფოტოგრაფიკა ნახატის დონეზე აიყვანა.

“გამიტაცა ფოტოგრაფიკამ. იგი სხვა ქვეყნებშიც ფართოდ გავრცელდა, მაგრამ ჩვენთვის ის იყო ფოტოხელოვნებაში სრულიად ახალი, უცნობი მიმართულება. მიხარია რომ საქართველოში ფოტოგრაფიკის სათავეებთან ვიდექი.

შავი და თეთრი ტონების მორიგეობა საშუალებას გვაძლევს ფოტოსურათს განსაკუთრებული გამომსახველობა მივანიჭოთ, აქცენტი მთავარზე გადავიტანოთ. ბევრი ჩემი ნამუშევარი ამ სტილშია გადაწყვეტილი. საჭირო გახდა ყველაფრისადმი ახლებური მიდგომა, თვით ბეჭდვის ტექნიკის თვალსაზრისით” – აღნიშნა ზურაბ დათუაშვილმა.

ფოტოგრაფიკა რთული და შრომატევადია, სამაგიეროდ განსაკუთრებულ სიმსუბუქეს აძლევს სურათს, მნახველს უდიდეს სიამოვნებასა და სიხარულსა აზიარებს. მშვიდობიანი ცხოვრების ნათელ ფერებს გადმოცემენ შავ-თეთრი ფოტოები.

ბატონი ზურაბი დღეს ხანში შესულია, იგი სოციალურად დაუცველია. სამწუხაროდ, შექმნილი აქვს მხედველობის პრობლემა, რაც ცხადია, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. ვისაც გაქვთ სურვილი, შესაძლებლობა, დაეხმაროთ ერის მემატიანეს, როგორც მატერიალურად ისე უნიკალური ფოტოარქივის დამუშავებაში, (ეს ჩვენი რედაქციის პოზიციაა) მოგვწერეთ: teo.nozadze@yahoo.com

“ამბიონის” მკითხველს დღეს გთავაზობთ ფოტოხელოვან ზურაბ დათუაშვილის გრაფიკულ ფოტონამუშევრებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.