მთავარი » კონკურსი

ზურა პატარიძე – ”ჩემი სკოლა” – თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხარის №2 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.12.2014 | 1,654 ნახვა

მე ჩხარის №2 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. მართალია, ვერც ფართო დარბაზითა და ევრორემონტით მოვიწონებთ თავს, მაგრამ ჩემი სკოლა მაინც ძალიან მიყვარს. ზურა პატარიძე ეს ჩემი ოჯახია, კეთილმოსურნე მასწავლებლებით, ამხანაგებითა და მეგობრებით. სკოლამ მასწავლა წერა, კითხვა, ზრდილობა, პატიოსნება, ავის და კარგის გარჩევა. ერთმა ინგლისელმა, რომელმაც გზად გაიარა და შემთხვევით შემოვიდა სკოლაში გვიყურა, გვიყურა და გვითხრა: “თქვენ აქ ოჯახური გარემო გაქვთო.” ეს სრული ჭეშმარიტებაა.

ჩემი სკოლის მასწავლებლები გამოირჩევიან ბავშვებთან მშობლიური დამოკიდებულებით, თავისებური მიდგომის ნიჭით. ამიტომ არის რომ სკოლაში ხშირად მოდიან ცხრაკლასდამთავრებულები, რომლებიც საშუალო სკოლებში აგრძელებენ სწავლას. მოდიან, რათა მოეფერონ მშობლიურ კედლებს, საყვარელ მასწავლებლებს, რათა კიდევ ერთხელ იგრძნონ მშობლიური სითბო და ზრუნვა. მოდიან, იღებენ დახმარებას, კონსულტაციებს, მიაქვთ წიგნები, რჩევები და ისევ მოდიან.

სკოლა პატარაა, მაგრამ “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში სკოლამ უკვე 11 ბავშვს გადასცა კომპიუტერი. სკოლებიდან, სადაც ჩვენი ბავშვები სწავლობენ, ხშირად მოდის მადლობის წერილები. ბევრი მათგანი გახდა სტუდენტი (სახელმწიფო დაფინანსებით).

სოფ. ჩხარის №2 საჯარო სკოლა

ჩვენი სასკოლო ცხოვრება უფრო გალამაზდა, როცა სკოლაში მოვიდა უცხოელი პროგრამით “ასწავლე საქართველოსთან ერთად”.

რეჯი – ასე ვეძახდით სიყვარულით ფილიპინელ ახალგაზრდას, რომელსაც ძალიან შეუყვარდა საქართველო. მას ძალიან უყვარდა ბავშვები და მასთან ერთად ბევრი ლამაზი დღე გავატარეთ. რეჯის უნდა რომ იცხოვროს საქართველოში. ახლა ის თავის ქვეყანაშია და ბევრს მუშაობს. ჩვენც ძალიან ვენატრებით. ჩვენც გვენატრება. სოფ. ჩხარის მოსწავლეები ყოველდღე დებს ჩვენთან ერთად გადაღებულ სურათებს ფეისბუკზე.

ჩვენი (მოსწავლეების, მასწავლებლების, ადგილობრივი მოსახლეობის) ყველაზე დიდი წუხილი სკოლის შენობაა, რადგან ის კერძო პირის საკუთრებაა. სკოლის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნორმალურ პირობებში ვიყოთ და არაფერი მოგვაკლდეს. გვაქვს ახალი მერხები, სკამები, დაფები, კომპიუტერები, ბობლიოთეკა. ყველაზე დიდი ოთახი მეცხრე კლასის ოთახია, სადაც ღონისძიებებს ვატარებთ. მასწავლებლები ჯადოქრებივით არიან, რომლებიც ყველაფერს ალამაზებენ.

ადრე სკოლაში ბევრი წრე მუშაობდა. ახლა კი ამბობენ, რომ ფართის გაქირავების უფლება არ აქვთ, ამიტომ ბავშვები ქალაქში მიდიან ცეკვის, ჭიდაობის, ჭადრაკის, მუსიკის, გიტარის სასწავლებლად.

ჩემი და ჩემი ამხანაგების დიდი სურვილია სკოლა აგვიშენონ. თანაც გვინდა რომ ის თორმეტკლასიანი იყოს , რომ აქედან გადასვლა არ გვიხდებოდეს. ეს არის ჩვენი დიდი ოცნება.

სოფ. ჩხარის მოსწავლეები

მანამდე კი, სანამ ოცნება აგვიხდებოდეს, მუდამ გვახსოვს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: “ჰეი, შენ, პატარა მდინარის პირას გაზრდილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარის პირას გაზრდილთა.”

ზურა პატარიძე
12 წლის
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის №2 საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი