ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს)
ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის, ერში სიყვარულით წოდებული „მანცხვარკარიშ“ ეკლესია, ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც არის ქცეული.

ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV ს. იხსენიება, თუმცა არსებობს ზოგიერთი მკვლევარის მინიშნება, მისი არსებობის დასაწყისად X ს. მიიჩნიონ. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესობა მაინც პირველი ვარიანტის მომხრეა. ისტორიამ არ შემოგვინახა ტაძრის აღმშენებლის სახელი.
ტაძრის თავდაპირველი ძველი არქიტექტურული იერსახე იყო სიმეტრიული ჯვარ-გუმბათოვანი ბაზილიკა, იმდენად მცირე, რომ სავარაუდოა – სპეციალურად ბერებისათვის ყოფილიყო აგებული. 1874 წ. რუსეთის ეგზარხოსობისას ტაძარი რესტავრირებულ იქნა: მოეშენა ორი – მარჯვენა და მარცხენა ნაწილი, სამრეკლო და სტოა.
ტაძარი ადრე წმ. გიორგის სახელობის ყოფილა.
ტაძრის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის განახლებას – კვირაცხოვლობას.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.