მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია – ხაშურის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.09.2021 | 283 ნახვა

ზემო ოსიაურის ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოსიაურში, მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,3X5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ გამოსახულია ქვის რელიეფური ცხვრის თავი, ხოლო უფრო ზევით – რელიეფური ჯვარი.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით 8 მეტრზე დგას ქვიშაქვის კვადრებით ნაგები, ცილინდრული კამარით გადახურული სამრეკლო (3,9X3,9 მ), რომელსაც აღმოსავლეთით და დასავლეთით თაღიანი შესასვლელი აქვს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი