“ზოგჯერ ისე გვიჭირს, თითქოს გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ…”

ზოგჯერ ისე გვიჭირს, რომ თითქოს გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ, თითქოს ყველა გზა გადაკეტილია და არც მშველელი ჩანს სადმე, მაგრამ სწორედ ამ დროს მოდის ძალა უფლისა და სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვისაგან გვათავისუფლებს. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრება ცვალებადია. თუ დღეს განსაცდელში ხარ, ნუ დაგავიწყდება, რომ განსაცდელს ნუგეშისცემა და სიხარული მოსდევს, ხოლო თუ სიხარული და ბედნიერება არ გაკლია, ნუ გაამაყდები, რადგან შეიძლება წინ განსაცდელი გელოდებოდეს. ადამიანის ცხოვრება ხომ დაცემათა და აღდგომათა გაბმულ ჯაჭვს წარმოადგენს.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი სულისა წმიდისა, სნეულთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა, რათა ჩვენი ცხოვრების გოლგოთა მოთმინებით ავიტანოთ.
26 თებერვალი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.