მთავარი » ქრისტიანობა

“ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომა…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.02.2022 | 500 ნახვა

ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომა და ამას თავის გამოჩენად მიიჩნევს, ზოგს არ მოსწონს ერთი კოვზიდან ზიარების მიღება, ანდა ვერ ხვდება, რატომ უნდა აღიაროს თავისი ცოდვები მოძღვრის წინაშე და არა ხატის წინაშე და ა. შ. ისეთებიც არიან, რომელნიც ფიქრობენ, რომ ეკლესია მხოლოდ სამაგალითო, წმინდა ადამიანებისაგან უნდა შედგებოდეს და რაკი აქ ჩვეულებრივ ცოდვილთაც და ზოგჯერ დამნაშავეთაც ხედავენ, აღარ სურთ ტაძარში სიარული. ამგვარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან მოდის და ამ სექტანტურ მიმდინარეობას მონტანიზმი ეწოდება.

საერთოდ, ასეთი აზროვნება რელიგიაში სრული გაუცნობიერებლობის შედეგია, რადგან ეკლესიური ცხოვრების გარეშე ქრისტიანობა იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ხოლო ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, მათთვისაა, ვინც ცოდვილია და დაღუპვისაკენ მიექანება; ეკლესიის განკითხვა ამგვარი ადამიანების თავის წიაღში მიღებისათვის ფარისეველთა ქრისტიანობაა, რადგან ქრისტეს, რომელიც ხშირად იყო მეზვერეებთან და ცოდვილებთან, ამის გამო სწორედ ფარისეველნი განიკითხავდნენ; უფლის პასუხი კი ასეთი იყო: ” არ უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა”.

რა თქმა უნდა, ეკლესიაში რჩეული და სიწმინდით მცხოვრები ადამიანებიც არიან, მაგრამ მისი კარები ასევე ღიაა გადარჩენის მოსურნე ნებისმიერი ცოდვილისთვისაც. ეკლესიას ეკუთვნის კაცთა მთელი მოდგმა – დაწყებული სრულყოფისაკენ მიმავალი გზის პირველ უმდაბლეს საფეხურზე მდგომთაგან იმათით დამთავრებული, რომელნიც უფრო მაღალ საფეხურებზე დგანან.”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II
2005 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი