მთავარი » საზოგადოება

ძლიერი სუსტი სქესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.06.2009 18 კომენტარი | 11,026 ნახვა

“ქალი მამაკაცის შესასრულებელს ვერასდროს შეასრულებს”

ის აზრი, რომ ქალი, როგორც სუსტი სქესი, სხვადასხვა საქმიან პოზიციებზე არ უნდა იყოს წარმოდგენილი, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. დღეს მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესებში გადამწყვეტ როლს ხშირად სწორედ მანდილოსნები თამაშობენ. დღეს ქალის სტატუსი ისევე დაფასებულია, როგორც მამაკაცის, მათ თანაბარი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა გააჩნიათ.

რამდენად შესაძლებელია, ქალმა ღვთის მიერ ბოძებული თვისებების: სათნოების, მზრუნველობისა და შინაგანი კეთილშობილების გამოხატვა შეძლოს ისეთ ძლიერ საქმეში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი თუ სხვა საზოგადოებრივი საქმე? ამასთან, რა უფრო მნიშვნელოვანია, ძლიერი დედა, მეუღლე თუ იგივე, პოლიტიკოსი? რას ფიქრობს ამ საკითხზე ეკლესია?

ბიბლიური სწავლებით ქალი უნდა იყოს მამაკაცის მფარველობის ქვეშ, უნდა ასრულებდეს ქალურ მოვალეობებს, ზრდიდეს შვილებს და უვლიდეს ოჯახს.

მამა მიქაელი (გლდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი): “პირველ რიგში, ქალი უნდა იყოს ოჯახის ბურჯი და შვილების აღმზრდელი. ამის გარდა, გამოცდილებებმა გვიჩვენეს, რომ ერთეულების გარდა პოლიტიკაში ქალის მოღვაწეობამ ვერ გაამართლა. მამაკაცის აზროვნება განირჩევა ქალის აზროვნებისგან, ამას ვერ შევცვლით, რაც არ უნდა გენდერული თვალსაზრისით მივუდგეთ. ქალი კაცის ადგილზე დგება, კაცი ქალის ადგილზე და ამას ეძახიან თანასწორუფლებიანობას. სინამდვილეში არ არის სწორი, ქალი მამაკაცის შესასრულებელს ვერასდროს შეასრულებს”.

თეა გოგოტიშვილი (ფსიქოლოგი): “დღევანდელ დღეს ქალის სტატუსი თანდათანობით იზრდება. საქართველოში ქალს შეუძლია ოჯახი და პროფესიული საქმიანობა შეათავსოს. მე მათ ვურჩევ, რომ მეტი სერიოზულობით განახორციელონ და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და უფრო გააქტიურდნენ. ასე საზოგადოებასაც დაანახებენ პოტენციალს და ამ გზით გენდერული ბალანსი შესაძლოა მიღწეული იქნას”.

მარგარეტ ტეტჩერირას ფიქრობენ მამაკაცები საზოგადოებაში ქალის აქტიურ როლზე? დეპუტატი რატი სამყურაშვილი მანდილოსნებს ურჩევს გააქტიურდნენ არა მარტო ოჯახური მოვალეობების შესრულებაში, არამედ, პოლიტიკასა და ბიზნესში.

რატი სამყურაშვილი (პარლამენტის წევრი): “ქალების მონაწილეობა პარლამენტში არ არის აქტიური, ძალიან დაბალი პროცენტია, როცა სხვა ქვეყნებში, მაგალითად, სკანდინავის ქვეყნების პარლამენტში 50% ქალია. ამ მხრივ, საქართველოში უკეთესი შედეგია, ვიდრე იყო. მე მომხრე ვარ, რომ ქალები უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი და ინტერგრირებულნი საზოგადოებაში. მათ ვურჩევდი, რომ უფრო გააქტიურდნენ. გარდა მათი პირველი და მთავარი დანიშნულებისა – დედობისა და შვილების აღზრდისა, ასევე, მათი მოვალეობაა ქვეყნის გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ”.

გიორგი გუგავა (ლეიბორისტი): “ქართველი ქალი ყოველთვის აქტიური და ძლიერი იყო, ამიტომ, რაც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, თუ სხვა ნებისმიერ სფეროში, მით უკეთესი ჩვენთვის. მათგან რჩევებს დიდი სიამოვნებით მივიღებ.
პოზიტიური ფაქტია, ის რომ ქალის სტატუსი მკაფიოდ გამოჩნდა საზოგადოებაში, წარმატებებს აღწევენ თითქმის ნებისმიერ სფეროში, მაგრამ დავუბრუნდეთ საწყისს, ქალმა ჯერ უნდა შეასრულოს მისთვის პირველი და მთავარი მოვალეობა, დედობა. მას მოგვარებული უნდა ჰქონდეს ოჯახური მდგომარეობა”.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

18 კომენტარი »

  • ლანა says:

    “ქალი მამაკაცის შესასრულებელს ვერასდროს შეასრულებს”—ამას ვეთანხმები.

  • თორნიკე says:

    გეთანხმები ლანა, და ვიტყვი პირიქითაც: ვერც მამაკაცი შესძლებს ქალის შესასრულებლის შესრულებას!
    ამიტომ ღმერთმა რაც შექმნა, სიბრძნით შექმნა!

  • გიორგი-XII says:

    ამიტომ ქალებო მიხედეთ თქვენს საქმეს და ნუ ერევით იმაში რაც თქვენი საქმე არაა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, რაც უფალმა დაგვაკისრა, მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ცხოვრების სწორი-მართალი გზით წარმართვას

  • medea says:

    did pativs vcem aqtiur qalebs da vetsinaagmdegebi azrs rom qalis movaleoba marto shvilebis agzrdaa, tumc qalis roli ojaxshi gadamtsyvetia , misi ojaxi unda iyos myari da motsesrigebuli, magram arseboben energiuli, zlieri, mamakacis chkuis mqone qalebic , romlebic orive asparezze kargad artmeven tavs ,mivesalmebi. ojaxs garet saqmian qals meti tvitrealizaciis da ganvitarebis sashualeba aqvs, es mas chirdeba rom iyos tsarmatebuli da ver vxvdebi rato unda agkvetos qmarma es neba? vpiqrob yvela jansagad moazrovne mamakacs unda uxarodes cesit is paqti, rom carmatebuli da saqmiani meugle yavs da shvilebic shesabamisad iamayeben mshoblit.

  • mari says:

    sulac ar mivesalmebi im azrzs ,rom qalebis movaleoba marto shvilebis agzrdaa.qals unda qondes sakutari propesia,am cxovrebashi tavisi adgili yvelas unda gaachndes.araaqvs mnishneloba es qalia tu kaci…

  • ოლა says:

    გეყოფათ…ქალის დისკრიმინაცია….არ არის აუცილებელი ქალს ყავდეს ოჯახი…ძალიან კარგია თუ ის დაკავებულია შემოქმედებით…ასევე საზოგადო საქმიანობით….მოკლეთ ფართო არეალი უნდა გააჩნდეს რეალიზების…..ქალებო თქვენი ბრლიც არის!!!…დაბალი თვითშებასება გღუპავთ…

  • ქეთი says:

    საკმარისია..სიბნელე!!!…”მეტი სინათლე….მეტი”გოეთეს ბოლო სიტყვები იყო…ამაზე ლაპარაკი ზედმეტია..არც კი ვკამათობ…ქალი თანასწორია კაცის..იკითხეთ..იკითხეთ!!!წიგნი სულსაც სზრდის გა გონებასაც:))))))))

  • ioseb says:

    chemtvis kali unda iyos deda da ojaxis burji, dgevandeloba amcirebs kalis ojaxur movaleobebs da garet gamodis kali, kalma unda gazardos shvilebi da is mamakacze mets arc unda aketebdes sazogadoebashi, ar miyvars roca kali icyebs raime samsaxurs da gamodis garet, amas moyveba damkvidreba samsaxurshi sazogadoeashi, axali tanamshrmlebi, mere tu kargi xelfasi akvs moundeba nairnairebi, mere kredits aigebs da mankana ratom ar unda yavdes, ?! visze naklebia?! mere dasasveneblad sazgvargaret ratom ar unda cavides? ziza ratom ar unda yavdes ? saxlshi daglili modis da ar urchevia rom supermarketidan gamzadebuli moayolos sachmeli? raga icvalos, am dros bavshvi zizastan aris, mama ki umushevari dedis movaleobas asrulebs, sakmarisia kacma rameze saxlshi xma aimaglos kali egreve daicyebs tavis gamodebas da misi mnishvnelobis damtkicebas, anu me imis tkma minda rom exla bevri ar dametanxmeba da ityvis tu kargi kalia es ar ikneba aseo magram ar mjera, chemi azrit kali unda iyos kali da ara mzgoli da biznemeni,..chemtvis miugebelia, da aucileblad kali unda iyos kazce susti, yvelafrit, finansuradac da tanamdebobitac, torem kalebis tanascoroba kaceptan dagupavs momavals, rogorc dasavletis kveynebshia: midian orni zurgidan uyureb da ver gagigia kali romelia kaci romeli, kals kacivit nanetze ak tma shechrili da kacis jinsi acvia, kacs kide tma akvs gashvebuli da amocuruli kostumit misdevs kals, moklet ar mcams raa, es ari chemi azri, sust da meojaxe kalebs ufro daafasebs kaci vidre grzel ena gadmogdebul da fulians, kalma sheileba aketos mogvaceobrivi sakme rogiric aris mascavlebloba, ekimoba da ashe shemdeg.

  • ioseb says:

    madloba didi rom satkmelis saxalxot gamoxatvis sashualeba momeca, namdvilad sachiro statiaa da sasargeblo,

  • დათო says:

    ქალი და კაცის თანასწორება იმას ნიშნავს რომ არც ერთს არა აქვს უფლება მეორის დისკრიმინაციის და დამცირების,თუმცა აუცილებელია მოვალეობები თანაბრად იყოს განაწილებული,პოლიტიკაში კაცის როლი ყოველთვის მაღალი იქნება ვიდრე ქალის და საერთოდ ქალმა ქალის საქმე უნდა აკეთოს და კაცმა კაცის

  • გიორგი says:

    ძალიან სამწუხაროა როცა მანდილოსნები დისკრიმინაციაზე საუბრობენ და ერთმანეთს “აქტიურობისკენ” მოუწოდებენ. ქალის აქტივობა და როლი ქვეყნისთვის, საქართველოში ,ყოველთვის უდიდესი იყო და ასეც იქნება. ის საქართველო რომელიც ასე გვეამაყება იმ გმირებმა მოგვიტანეს აქამდე რომლებიც ზუსტად დედებმა აღზარდეს და რომლებსაც თავგანწირვა და თუნდაც ვაჟკაცობა სწორედაც დედებმა ანუ მანდილოსნებმა, ნ ა მ დ ვ ი ლ მ ა მ ა ნ დ ი ლ ო ს ნ ე ბ მ ა ჩაუნერგეს.
    ის, რომ ქალი არ უნდა აკეთებდეს საქმეს რომელიც მამაკაცს ევალება, სულაც არ ნიშნავს დისკრიმინაციასა და “სიბნელეს”. მაგრამ ვაი რომ ამბიციებით შეპყრობილ თანამედროვე მსოფლიოს ამპარტავნება მოსვენებას არ აძლევს და გადაგვარების მწვერვალებისკენ ექაჩება.თუ დავაკვირდებით იმ ქვეყნებს, სადაც “მანდილოსნებმა” მოიპოვეს მამაკაცებთან “თანასწორობა” და ჩაბმულნი არიან ქვეყნის, სამშობლოს :), “საჭირბოროტო საკითხებში”,კარგად შევამჩნევთ თუ რამდენად განიცდიან იმ სიყვარულის ნაკლებობას რომელიც დედამ შვილის ნაცვლად ფულის შოვას ან უარესს შემთხვევაში საკუთარ ა მ ბ ი ც ი ე ბ ს მოახმარა.
    თუმცა ისიც მინდა ვთქვა რომ გამოუვალი სიტუაციის დროს ალბათ დედას სამწუხაროდ არჩევანსი საშუალება არააქვს, მაგრამ ეგეთი ყველა არაა.
    უფალმა გვაპოვნინოს სწორი გზა ქალსა თუ კაცს.

    • მერი says:

      ბატონო გიორგი 21 საუკუნეში უკვე ნორმალურ განვითარებულ საზოგადოებაში აგარ უნდა მიდიოდეს დავა იმის შესახებ ვის რა უფლებები აქვს საზოგადოებაში
      საქართველოში ძალიან დიდია დედის კულტი,იმდენად დიდი რომ გინებაც კი ამ სიტყვის გამოყენებით იწყება :)
      რაც შეეხება ქართველ ქალებს,აქ მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა,და ყველაზე ცუდი ისაა რომ ქართულ საზოგადოებას ის ადამიაები შეადგენენ ვისთვისაც ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,
      ეს ყველაფერი კი დაბალი კულტურის და გაუნათლებლობის შედეგია, ქალი რომელსაც აქვს განათლება და ინტელექტი მას საკუთარი ადგილი უკავია საზოგადოებაში არ უკავშირდება მამაკაცს როგორც მხსნელს ან არ ახდებს ქორწინებას უზრუნველოყოფილი ცხოვრების საწინდრად,აქედან გამოდინარე მას არ ჭირდება არანაირი დასაყრდენი როგორც ეს ხდება ქართულ საზოგადოებაში,აქედან გამომდინარე ქალი რომელიც დამოკიდებულია მამაკაცზე როგორც ეკონომიურად ისე სულიერად თვითრელაიზებას ხედავს შვილების აღზდაში და სამზარეულოში.ამ სიტუაციით ყველა კმაყოფილია,კაციც და საზოგადოებაც,სინდისიც სუფთაა და შეგვიძლია მშვიდად ვილოცოთ :)

    • თამარ says:

      მიხარია არსებობენ ადამიანები რომლებიც ასე მსჯელობენ,მე ქალი ვარ და მივესალმები იმას რომ ქალი ოჯახს უნდა მართავდეს და არა სახემწიფოს,წიგნის კითხისკენ მიგვითიტებენ მეტი იკითხეთო და გამოდით ამ ქვეყნადო…ძალიან სამწუხაროა როცა ასე მსჯელობენ ზოგი იმაზე საუბრობს თურმე ოჯახი სულ არ არის საჭირო…საშინელებააა.უფალს ეწინააღმდეგებით და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს

  • ანი says:

    რა თქმა უნდა, ყველას გეთანხმებით მითუმეტეს რომ ეკლესიაც ამ ყველაფერს ქადაგებს.თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რომ ქალის ტვინი სრულებით არ განსხვავდება კაცის ტვინისგან და ნებისმიერ ქალს შეუძლია გახდეს მამაკაცზეც წარმატებული…..მე ვფიქრობ,თქვენც შეგიძლიათ დაინახოთ წარმატებული ქალი ნებისმიერ პროფესიაში…..თუმცა შესაცვლელია ჩვენი მსოფ მხედველობა რადგან ვფიქრობთ რომ ქალი სუსტი გონები პატრონია მე პირადად მამაკაცზე დიდ წარმატება მრავალჯერ მიმიხწევია…..საბოლოოდ მინდა ვთქვა მამაკაცი შეიძლება ქალის მმართველად ჩავთვალოდ თუმცა მმართველი არაფერია თუ არ ყავს კარგი,ჭკვიანი ხელქვეითი…..ხსირად მითქვამს წარმატების პირველი საწინდარია ხელქვეითი….

  • თამარ says:

    მე მამა მიქაელს ვეთანხმები,ქალი ოჯახის დედაბურჯია!ქალი უნდა სახლს მართავდეს ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს რომ ის მონაა ან ნაკლები აზროვნება აქვს მამაკაცზე.,მაგრამ უფლიდან ასე მოდის,უფალმა ასე გადაწყვიტა და ჩვენ ვინ ვართ რომ ვეწინააღმდეგებით?ქალი როცა სახლიდან გადის შვილს ვინ ზრდის?–ძიძა ხო?ძიძა ასწავლის იმ სითბოს იმ სიყვარულს ან უფლის რწმენას და სიყვარულს თუ დედა?ძალიან ბევრი რამ იცვლება ოჯახში არცთუ სასიკეთოდ თუმცა კი გვქონია რომ სასიკეთოდ…კაცი თანდათან კარგავს თავის ფუნქციებს და ქალები იკავებენ მათ ადგილს,მივექანებით არასწორი მიმართულებით…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი