მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ძიძის ინსტიტუტის ავ-კარგიანობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.12.2009 9 კომენტარი | 4,737 ნახვა

ძიძებიძველ წიგნებსა თუ ფილმებში არაერთხელ წაგვიკითხავს და გვინახავს, არისტოკრატიულ ოჯახებში ძიძები როგორ ზრდიდნენ თაობებს. დღეს კი ფუფუნება და ძლიერი ოჯახი საჭიროებას არ წარმოადგენს, რათა ოჯახში ძიძა ვიყოლიოთ და არც მისი ხშირი შეცვლაა პრობლემა. ძიძა უნდა იყოს ახალგაზრდა, გამოცდილი, ამასთან ფიზიკური მონაცემებიც ხელს უნდა უწყობდეს. ასე რომ თუ მსგავსს მოთხოვნებს აკამყოფილებთ და თუ არც სხვისი შვილის “აღზრდა” გეზარებათ, დღესდღეობით “პრესტიჟული” სამუშაოს შოვნაც არ გაგიჭირდებათ. თუმცა, მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ძიძის ყოლით, დედა კარგავს შვილთან ურთიერთობის ბედნიერ წუთებს, ამ დროს კი ცხადია, ვერასდროს დავიბრუნებთ. ამიტომ, უმჯობესია, ყველა საქმე გადავდოთ სულ ცოტა ხნით მაინც და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს ამ ცხოვრებაში დავუთმოთ დიდი დრო.

რამდენად საჭიროა ძიძის ყოლა ოჯახისათვის, როგორ ხდება მათი შერჩევა და რა გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში ძიძა ახალშობილზე, “ამბიონი” შეეცადა მკითხველისათვის საინტერესო კითხვებზე მიეღო პასუხი.

ლელა კიკნაძე (“მერი პოპინსი”): “ჩვენთან ძიძობის მსურველი ბევრი ადამიანი მოდის, მაგრამ მათგან ერთი-ორი შეიძლება შეირჩეს. პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ ძიძობის მსურველის კულტურას, განათლებას, რა თქმა უნდა, გარეგნობასაც. უნდა იყოს 35 წლამდე ჩამოყალიბებული პიროვნება.

მას ძიძად ნამუშევრობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს და უნდა წარმოადგინოს რეკომენდაცია. შემდეგ ჩვენ ამ ოჯახებში ყველა დეტალს ვამოწმებთ. ამასთან, ავსებენ ანკეტებს და სრულყოფილ ინფორმაციას ტოვებენ ჩვენთან. მასში შედის ნასამართლობის, ჯანმრთელობის ცნობა და ა.შ. და ფაქტობრივად, ჩვენს დამქირავებელსაც იგივე მოთხოვნები აქვს. ძირითადად ვახერხებთ მათი მოთხოვნების დაკმყოფილებას.

ყოფილა შემთხვევა, როცა ოჯახს ძიძის შეცვლა მოუთხოვია, რომ რაღაც არ აკმაყოფილებთ. ეს ბუნებრივია, რადგან სხვა ოჯახში შეიძლება კარგი იყო, მაგრამ კონკრეტული ოჯახისთვის შეიძლება რაღაც მიუღებელია, მაგრამ სხვა ცუდი შემთხვევა არ ყოფილა”.

მამა დავით ქალებაშვილი (ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მოძღვარი): “უფალმა მამაკაცი საზოგადო, ქალი კი უფრო საშინაო საქმეებისათვის აკურთხა. თუმცა, დღეს ამის გაუკუღმართება ხდება. ქალი საზოგადო საქმეებში ჩაერთვის, რის გამოც, მისი ძირითადი კურთხევა შეუსრულებელი რჩება.

ღმერთმა დედაშვილობის სიყვარული აკურხა და სიყვარულის ჯაჭვებით ისე შეკრა ერთმანეთთან, რომ დედას ეს სიყვარული აძლევს ძალას, იზრუნოს შვილზე, არა მარტო ხორციელად, სულიერადაც. პავლე მოციქული ამბობს, რომ ქალი სწორედ შვილთა სხმით ცხონდება. შვილთა სხმაში კი იგულისხმება მისი გაზრდა უბიწოებით, სიყვარულითა და რწმენით.

დედა მუცლადყოფნის პერიოდიდანვე ზრუნავს შვილზე და იმდენად ძლიერია მათი სიყვარული, რომ დედის გრძნობები ამ დროსაც გადაეცემა შვილს. ეს ყველაფერი კი დღეს იკარგება. ძიძის აყვანით ხშირად მშობლები თავიანთ თავს კონფორტს უქმნიან, იმის ნაცვლად, რომ შვილისთვის დაიხარჯონ და აღზარდონ პირადი მაგალითით. ძიძასთან მუდმივი და ხშირი კონტაქტით დედასა და შვილს შორის შეიძლება გაუცხოებაც კი მოხდეს.

უმჯობესი იქნება ბავშვი გარკვეული ასაკის შემდეგ საბავშვო ბაღში ვატაროთ, ვიდრე ერთ ადამიანთან იყოს მიჯაჭვული. ბებია, დიდ დედად ითვლება და შეიძლება მანაც მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. მაგრამ ბავშვი ძირითადად მაინც დედასთან უნდო იყოს, მრავალშვილიან ოჯახს დედა ფიზიკურად შეიძლება ვერ გაწვდეს და მას დამხმარე ჰყავდეს, მაგრამ ძირითადი როლი დედას უნდა ეკისრებოდეს.

თუმცა არსებობს მეორე მხარეც. ძიძა შეიძლება დედაზე მეტად მორწმუნე იყოს, ბავშვმა კი მისგან შეიძლება შეიყვაროს ეკლესიური ცხოვრება, ისწავლოს ლოცვა, პირჯვრის გადაწერა. ასეთ დროს ბავშვი სულიერების თვალსაზრისით ძიძისგან უფრო მეტს იღებს, ამიტომ ოჯახში უცხო ადამიანის შემოყვანამდე მისი კარგად გაცნობა უნდა მოხდეს”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • natia gvirjishvili says:

    teo dzalian kargi statiaa, drouli memgoni.. chemi azrit shvili dedam unda gazardos.. miuxedavad imisa rom jurnalisti var da sheidzleba mteli dge ise iyo gasuli vitomc araferi magram chemi shexedulebit sachiroa rom yvelam gadados tavisi saqme gverdit cota xnit da tavisi patara tavad gazardos… ra unda iyos shilze mnishvnelovanio am qveynad….

  • გვანცა says:

    კი,ნამდვილად დედამ უნდა გაზარდოს შვილი,ეს არის სასურველი და ძალიან კარგი,ყველა დედას ვუსურვებ ჰქონდეს შესაძლებლობა შვილთან ყოფნისა,ყველა დედას უნდა თვითონ ზრდიდეს შვილს მაგრამ ზოგი ვერ ახერხებს სამსახურისა და სხვა მრავალი პრობლემის გამო.
    ღვთისმშობელმა დალოცოს და გააძლიეროს ყველა დედა.

  • elisabedi says:

    ბედნიერია ის დედა,რომელიც სახლშია და შვილებს ზრდის,მაგრამ რა ჰქნან იმ დედებმა ქმრებმა რომ მიატოვეს და თვითონ უნდა იყვნენ დედებიც და მამებიც?

  • ენდრიუ says:

    დღეს მართლაც დიდი ფუფუნებაა ძიძის არ ყოლა. თუ რასაკვირველია დედა მუშაობს, მაგრამ რა ქნან იმ ოჯახებმა რომლებიც არც მუშაობენ და არც არანაირი შემოსავალი აქვთ.საქართველოში ძალიან დიდი პრეტენზიებია ძიძების მიმართ რასაც ვერც ევროპაში და ვერც ამერიკაში ვერ ნახავთ. საქართველოდან ჩასულ უამრავ ქართველს დაუწყია მუშაობა , ენის , რეკომენდაციის და სხვა მოთხოვნების გარეშე . შეიძლება ითქვას საქართველოში უხერხულიც კია ძიძად მუშაობა , რადგან ხშირად დაუმსახურებელ შეურაცყოფებს ააქვს ადგილი.არც შემოსავლიანაია , რადგან 400-500 ლარი ნამდვილად ძალიან ცოტაა .

  • irina says:

    pupunebas ver davarqmev dzidzis yolas. mtavari mainc is aris (chemi azrit) da aucilebelic, dedebi romlebic dzidzas edzeben gaitvaliscinon garegnobit nu aiyvanen, an qagaldze dacerili daxasiatebit, aravin icis vin daucera, tbilisi pataraa da sheidzleba ise gageba, vinaa an misi shvilebi rogori gazrdilebi arian, tu shvilis momavali ainteresebs dedas, ase izavs es chemi subieqturi azria. saagento dzalian bevrs itxovs. me saagentos arasodes mivmartavdi.

  • მაია says:

    მარტო მზრდიდა დედა, მამამ მიგვატოვა, 1 წლის რომ ვიყავი მაშინ და სხვა ქალს გაეკიდა :))) შესაბამისად, დედას აწვა მოხუცი მშობლების შენახვის და ჩემი გაზრდის ტვირთი, ოჯახსაც დედა არჩენდა. ძალიან ხშირად იყო გასული, მაგრამ ჩემთან კონტაქტი არ დაუკარგავს. დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ დედა-შვილის გარდა. არც ძიძის ყოლით დაიკარგება კონტაქტი, პირიქით. თუ ძიძა ისე გყავს, საოჯახო საქმეებშიც გეხმარება, სახლში მისულს მეტი დრო გრჩება. მთავარია, მონდომება :)

  • მარიამი says:

    ძალიან კარგი და სასურველია, რომ დედა სულ სახლში იყოს და თვითონ ზრდიდეს შვილებს, მაგრამ როცა ამას დაჟინებით და ყველა სხვა ფაქტორის გაუთვალისწინებლად ერთადერთ გზად სახავენ, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია ჩემთვის. რა ვქნა, როცა ოჯახის ძირითადი მარჩენალიც ვარ დედაობასთან ერთად? ჩემი ოჯახის სხვა წევრების შემოსავალი ჯამში საჭმელზე და გადასახადებზეც არ გვეყოფა. მაგის გარდა რამდენი რამე უნდა ოჯახს? დავიჯერო ღმერთს უნდა, რომ ჩემი შვილები უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ? წესიერი კვება, ტანსაცმელი და განათლება ვერ მივცე? არადა ასე მომიწევს, თუ არ ვიმუშავე. ჩემი აზრით, არ შეიძლება ასე ცალმხრივად შეფასება. გული მეწვის, ბავშვებს რომ ვტოვებ და სამსახურში მივდივარ, მაგრამ არ მაქვს სხვა გზა. ასეთი ცალმხრივი მიდგომა კი მაზოლზე ფეხის დაჭერის მეტს არაფერს მიკეთებს.

  • მარიამი says:

    ახლა გადავხედე სტატიის დასაწყისს და არ შემიძლია არ ვთქვა: ძიძაობის ინსტიტუტი ძალიან იყო ადრე საქართველოს თავად-აზნაურობაში გავრცელებული. ყველასთვის ცნობილი მაგალითია აკაკი წერეთელი. დავიჯერო, დედამისს შვილი არ უყვარდა? ან ჩვენზე ნაკლები ქრისტიანი იყო? მართალია, მაშინ სხვა მიზეზით აძლევდნენ შვილებს ძიძიებს გასაზრდელად, დღეს სხვა მიზეზებია, მაგრამ, ფაქტია, რომ ძიძის გაზრდილებზე ეს ფაქტი უარყოფითად არ ასახულა.

  • ლუკა says:

    მე 10 წლის ვარ და დედაზე მეტად (უფლის შემდეგ) არავინ მიყვარს,მე დედის გაზრდილი ვარ,თუმცა ოჯახს ჰქონდა იმის საშუალება ჩემთვის ძიძა აეყვანა,მაგრამ დედიკომ უარი თქვა პრესტიჟულ სამსახურზე მე რომ გავეზარდე …. არც მე დავტოვებ დედას არასოდეს და ამ ამაგს არ დავუკარგავ და რომ დაბერდება მოხუცთა ატვშესაფარისთვის ვერ გავიმეტებ….ყველა ჩემი სიტყვა და მომენტი ახსოვს დედას,ჩემი პირველი ნაბიჯები,პირველი დამახინჯებული სიტყვა,ქცევები,სათამაშოები,პირველი ნაბიჯები,პირველი ზიარება,ბაღი,სკოლა….და იცით რამდენს ვსაუბრობთ….ძიძის ინსტიტუტს ადრე სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა,ახლა ვფიქრობ გაუკუღნართდა ყველაფერი….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი