მთავარი » ქრისტიანობა

ზეთის კურთხევა ანუ შვიდგზის ზეთის ცხება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.03.2018 | 18,746 ნახვა

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდგზის ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.

ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოებანი, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქდაგებლად წარგზავნილი მოციქულები შვიდ-გზის ზეთის ცხება „სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს:

„უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).

აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკოზი 2, 1-12).

დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფთან სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე, ადამიანისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, გადმოცემის თანახმად ზეთის კურთხევისას, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება.

სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადასხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.

დიდ პარასკევს დღის 2 საათზე იესო ქრისტეს გარდამოხსნის მოსახსენიებლად ტაძრებში ხდება გარდამოხსნის გადმოსვენება. ამ დღეს განსაკუთრებით მძიმეა მარხვა.

წირვა არ ტარდება, იკითხება 12 ვნების სახარება.

დიდ შაბათს დილაადრიან ხდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო. ამით გამოიხატება უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენება ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. სრულდება ბასილი დიდის წირვა. დიდი შაბათი – ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია მკაცრი მარხვა. ვინც საზიარებლად ემზადება, აღარ უნდა ჭამოს და არც დალიოს არაფერი საღამოს 8 საათის შემდეგ.

ყველიერის შვიდეულით დაწყებული ბრწყინვალე შვიდეულის ბოლომდე არ შეიძლება ჯვრისწერა, თავისთავად გასაგებია, რომ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არ შეიძლება შეუღლება, რადგან ღმერთი არ აკურთხებს მარხვაში დამყარებულ ცოლ-ქმრულ კავშირს.

თუ ვინმე შემთხვევით დაარღვევს მარხვას, ნუ მიატოვებს მას, არამედ მოინანიოს ცოდვა და კვლავ განაგრძოს შემართებითა და წინდახედულობით.

ღმერთმა დალოცოს თქვენი შემართება.

“მახარებელი” №7
ჭულევის მონასტერი, 2001 წ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი