მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ზეგარდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.01.2022 ერთი კომენტარი | 491 ნახვა

ზეგარდა — XIII-XIV საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ დიღმის მიდამოებში, ჩრდილო-დასავლეთით, ველზე, სოფელ მუხათგვერდის მახლობლად. ეკლესია დარბაზულია (7,3X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვით.

დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი, ფასადებზე საპირე ქვები ამოცვენილია, ჩამოშლილია საკურთხევლის სარკმლის საპირე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა აფსიდია. სატრიუმფო თაღის საბჯენი პილასტრები აფსიდის ნახევარწრის ხაზიდან წინ არის გამოწეული. აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. თითო სარკმელია დარბაზის გრძივ კედლებშიც. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი. დასავლეთის ფასადს ვიწრო ფილების სადა ზოლი გასდევს. შესასვლელის არქიტრავის ქვა და საკურთხევლის სარკმელი გრეხილი ორნამენტითაა შემკული. გეგმით სწორკუთხა, მცირე ზომის ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთ მხარეს საკურთხევლის აფსიდია. ნათდება საკურთხევლისა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების სარკმლებიდან. ჩრდილოეთ კედელში სარკმლის დაყოლება იშვიათია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში.

ასევე თავისებურადაა გადაწყვეტილი საკურთხევლის აფსიდის პილასტრებიც, რომლებიც აფსიდის ნახევარწრეს კი არ ერწყმის, არამედ გამოწეულია მის ფარგლებს გარეთ. ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვით. დეკორატიული მორთულობიდან აღსანიშნავია სხვადასხვა სიგანის ლილვით შემკული საკურთხევლის სარკმლის საპირე.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი