მთავარი » სხვადასხვა

“ზედაზენი”- კიდევ ერთი საწარმო საქართველოში…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.06.2012 2 კომენტარი | 4,006 ნახვა

“მალე ჩვენ უპირობო ლიდერები ვიქნებით!…”

რამოდენიმე თვის წინ ბაზარზე ქართული ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების კომპანია “ზედაზენი” გამოჩნდა.

კომპანია “ზედაზენი” სოფ. საგურამოში, ზედაზენის მთის ძირში მდებარეობს. ზედაზენი საწარმო დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდით, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას. საწარმო რეკორდულად მცირე დროში, 7 თვეში დაიგეგმა და აშენდა უპრეცედენტო მასშტაბის საწარმო, რომელიც ტოლს არ უდებს სახელგანთქმულ გერმანულ და ჩეხურ ლუდსახარშებს.

რას აწარმოებს და რა გეგმები აქვს მომავალში? ამ და სხვა თემებზე ვრცლად “ამბიონს” კომპანია “ზედაზენის” პიარ მენეჯერი ხათუნა მიქაცაძე ესაუბრება:

“ზედაზენი” ახალი ქართული ბრენდია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლუდის გარდა 5 სახეობის ნატურალურ ლიმონათს ასხამს. ზედაზენის წყაროს წყალი უნიკალურია და საუკეთესო გემოს აძლევს ლუდსა და გამაგრილებელ სასმელებს. ამდენად, ჩვენ 3 უმთავრესი კომპონენტის გაერთიანებით უმაღლესი ხარისხის ქართული ლუდი და ლიმონათი მივიღეთ. ესაა უმაღლესი ხარისხის ნატურალური ნედლეული, უახლესი ტექნოლოგია და ლუდის ევროპელ პროფესიონალთა გუნდი”.

-როგორ აკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს?

მოწვეული ჩეხი და გერმანელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სისტემურად მუშაობენ საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტის დამკვიდრებაზე, ზედაზენი-ლიმონათი რაც იმის გარანტია, რომ “ზედაზენი” მუდმივად იქნება ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრიელებელი სასმელების ინდუსტრიის ავანგარდში.

ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც ხარისხის მუდმივ და უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარება და ჩვენს ქარხანას ამიერკავკასიაში №1 მწარმოებლის სახელს მოუხვეჭს, რომლითაც საქართველო იამაყებს.

-სასმელების დასამზადებლად ადგილობრივ ნედლეულს იყენებთ თუ საზღვარგარეთიდან შემოგაქვთ?

ლუდი: ლუდსახარშ “ზედაზენს” ნედლეულით გერმანული “გლობალმალტი”, “ვაიერმანი” და “ჰოპსშტაინერი” უზრუნველყოფენ. ზედაზენის წყაროს წყალი კი საშულებას გვაძლევს, დავამზადოთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლუდი, რომლის გემოსა და თვისებებს მხოლოდ ზედაზენის წყაროს წყლის უნიკალურობით თუ ავხსნით. “ზედაზენი” ლუდია, რომელიც საუკეთესო ნედლეულის, უახლესი ტექნოლოგიისა და ევროპელ პროფესიონალთა გუნდის დახმარებით მზადდება.
რაც შეეხება ლიმონათს “ზედაზენი”, ექსკლუზიურად ნატურალურ არომატიზატორებზე მზადდება. იგი ნამდვილი ხილის გემოს მოყვარულთათვის შეიქმნა. ზედაზენი-ლუდი წარმოებული ასორტიმენტი ნებისმიერ ოჯახურ დღესასწაულსა თუ სუფრას თამამად დაამშვენებს. ამ ეტაპზე ლიმონათის 5 სახეობა გვაქვს. უახლოეს მომავალში კიდევ 4 სახეობა დაემატება.

-გაგაქვთ თუ არა თქვენი პროდუქცია ექსპორტზე?

შ.ს. ქართული ლუდის კომპანია ექსპორტს 12 ქვეყანაში ახორციელებს.Mმიმდინარე მოლაპარაკებების საფუძველძე შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლომდე 30 ქვეყანას მოვიცავთ.

-რას გვეტყვით კონკურენციაზე? დღეს ქართულ ბაზარზე მრავლადაა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების როგორც ქართული, ისე უცხოური პროდუქცია…

რაც შეეხება კონკურენციის თემას ქართულ ბაზარზე, ვფიქრობ, რომ პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით კონკურენტი არ გვყავს. ბაზრის გადანაწილებასთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ მალე ჩვენ უპირობო ლიდერები ვიქნებით.

-და ბოლოს, რამდენი ადგილობრივია დასაქმებული კომპანია “ზედაზენში”?

დღეს საქართველოში დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მოხარული ვარ, რომ 700 ადამიანს დასაქმების შანსი მივეცით. აქედან 200 იძულებით გადაადგილებული პირია. შვიდას ოჯახს შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდა. მათ უკეთესი ცხოვრების რეალური შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი