მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ზარზმის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.02.2012 7 კომენტარი | 12,164 ნახვა

სამხრეთ საქართველოში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1340 მეტრზე, პატარა სოფელი ზარზმა მდებარეობს. იგი გამორჩეულია თავისი სილამაზით, მაღალი მთებითაა შემოზღუდული და ვიწრო ხეობები ჩაუდის. სწორედ ამ სოფელში, გამოჩინებულ ადგილზე აღმართულია ზარზმის ტაძარი. ვახუშტი ბაგრატიონი აღწერს სამცხე-საათაბაგოს, “საჩინოთა ადგილებთა” და აღნიშნავს: “ყუელს ზეით, მთაში, არს ზარზმას მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, შუენიერს ადგილს.…”

დღემდე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში – (ადიგენის რაიონი) ზარზმის სამონასტრო ანსამბლი: გუმბათოვანი ეკლესია, რომელსაც მიშენებული აქვს ერთნავიანი სამლოცველო, ორიარუსიანი სამრეკლო სამლოცველოთი. ძირითადი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით დარბაზული ეკლესიაა, სამხრეთით – ორი მომცრო ეკლესიის ნანგრევები.
სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ნაწილი (ტაძარი, სამრეკლო) XIII-XIV სს-ის მიჯნაზეა აშენებული (სამცხის ათაბაგის ბექა ჯაყელის დროს).

ზარზმის მონასტერი

მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამ “დადვეს საფუძველი”. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც “ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.

“თხზულებაში მოცემულია ცოცხალი, რეალისტური სურათი სამცხის იმდროინდელი ყოფისა. ზარზმის მონასტერი ავტორი, ამასთანავე, პეიზაჟის დიდი ოსტატია. ყოველი კუთხე, ყოველი ადგილი, სადაც კი ბერებს ფეხი დაუდგამთ, ცხოველი საღებავებითაა მოხაზული” (კ.კეკელიძე). მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VI-VII-VIII-IX საუკ.).

აღმშენებლობაში სერაპიონს დახმარებია ადგილობრივი მთავარი გიორგი ჩორჩანელი. მას მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. “სერაპიონმა განაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი”. მონასტერმა იწყო ზრდა და მანამდე უდაბურ ადგილას ქართული კულტურის ახალი კერა გაჩნდა. უძველესი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი აგებულია XIV ს-ის დასაწყისში. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული ადრინდელი შენობიდან გადმოტანილი X ს-ის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ქართველი მეფის დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ფეოდალ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორს აუჯანყდა.

ზარზმის ტაძარი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი: ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადის მორთულობის სისტემაში, ჩუქურთმები, ჭედურობა და კედლის მხატვრობა, სადაც ტრადიციულ სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა, აგრეთვე, XVI ს-ის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძისა და სხვ.) ფრესკები.

ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართულ ნაგებობათა საუკეთესო ნიმუშია.

ზარზმის მონასტერი 1577წ. ზარზმის ახალმა მფლობელებმა – ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს.

XX ს-ის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია, რის შედეგადაც “შეილახა მხატვრობის კოლორიტი და სტილისტიკური თავისებურება.”

ზარზმის მონასტერში (სავანეში), რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვ.

დღეს ზარზმის მონასტრის მნიშვნელობა დიდია საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და ერის გამთლიანების პროცესში.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • lasha says:

    dzalian miyvars zarzmeli berebi da chemi ert erti ocnebaa ro odesme mainc movxvde iq…. patara samotxeshi

  • ნესტანი says:

    <3 ზარზმა საოცრებაა :*

  • სერაპიონ ზარზმელი პირველია საქართველოში, ვისი სახელიც მაცხოვრის ფერისცვალების ხატთანაა დაკავშირებული. ეს ხატი 864 წლით თარიღდება.
    სახელდება
    სერაპიონი ღვთაება სერაპისის გამო ძალიან გავრცელებული სახელი იყო ეგვიპტის მოსახლეობაში. მისი კულტი ამ ქვეყანაში პტოლემაიოსთა დინასტიის დამწყებმა პტოლემაიოს I-მა სოტერმა (ძვ. წ. აღ- 305-283) ეგვიპტელი ქურუმის – მანეთონისა და ათენელი ტიმოთეუსის (ქურუმთა საგვარეულოს ეკუთვნოდა) ინიციატივით დაამკვიდრა. ახალ კულტს რელიგიური ნიშნიàთუნდა დაეახლოვებინა ეგვიპტური და ბერûნული მოსახლეობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეთნიკურად ეგვიპტელთ უზომოდ სძულდათ კოსმოპოლიტური ალექსანდრია და დღედაღამ მის დაქცევაზე ოცნებობდნენ. ასე იყო, თუ ისე, სერაპისისადმი განსაკუთრებულმა თაყვანისცემამ ეგვიპტის მოსახლეობის ჯერ ბერûნულ, შემდეგ კი (ძვ. წ. აღ-ის I საუკუნის ბოლო) რომაულ ფენებøი მოიკიდა ფეხი.
    საკუთარ სახელში – სერაპიონი – გამთლიანებული იყო ორი ღვთაების სახელი: 1. ოსირისი – მზე და 2. აპისი – ნაყოფიერების ღმერთი ხარის სახით. ე. ი. სერაპიონი ნიშნავს მზის ხარს, მზიურ ხარს. გავიხსენოთ ამ მითიური ხარის ძველეგვიპტური ხატებაც, რქებშორის მზის დისკოთი (М. Э. Матъе‚ Мифы древнего Египта‚ Л.‚ 1940 г.‚ Р. И. Рубенштеин. Апис. Мифологический словарь‚ М.‚ 1991 г.); ასევე ნაწყვეტი მზისადმი მიძღნილი სვანური საგალობლიდან „ბარბოლ დოლაში“: „მზე შემოაქვთ რქებიტ ხარებს…“ (სვანური ხალხური ლექსები, àბ., 1977 წ., გვ. 11-12); ყოველ გაზაფხულზე ხვნა-àესვის სამუøაოების დაწყებისას გუტანში შებმული ხარების რქებზე სანტლის დანთების ტრადიცია ძველ საქართველოს ყოფა-ცხოვრებაში და თვით ბასილი ზარზმელის სიტყვები სერაპიონის „ცხორებაჲს“ XX თავიდან, როცა მაცხოვრის ფერისცვალების ხატი „ჴორცითა გამოსაჴული [წმიდა სერაპიონს] მჴართა ზედა ეტვირთა“. აბა, რითი არ არის წმიდანის ბასილისეული დახასიათების სწორედ ეს მონაკვეთი ზემოხსენებული წარმართული მაგალითების ქრისტიანული ვარიაცია?! წმიდა სერაპიონს ღვთის ხატი მოაქვს მხრით, ხოლო შჯულისა და მცნებათა აღმწერელი, ე. ი. ღმერთი, მოჰყავს გონებით ამ პასაჟით უაღრესად ხატოვნად არის ახსნილი ავტორის მიერ ხატთაყვანისმცემლობის ღრმა არსი და ამავე დროს დიალექტიკურად დაპირისპირებული წყვილი – მხარი, ფიზიკური ძალის სიმბოლო და გონება – აზრის სიმბოლო მოყვანილია ჰარმონიაში. სერაპიონს, ვითარცა მზის ხარს, უჩერდება მზე, მსგავსად ისუ ნავესისა. ამრიგად, ქრისტიანული შინაარსი ამ სახელისა კი ასეთი გამოდის: ხარი ღმრთისა, მუშაკი რმრთისა, რასაც ნამდვილად ამარტლებს წმიდა სერაპიონი.

  • irina says:

    visac zarzmis monasteri ar unaxavs merwmunet bevri dagikargavt

  • მანანა says:

    ძარღვებში გამიარა!

  • ჯაბა says:

    ხომ ვერ მეტყვით არის თუ არა ზარზმის მონასტერში რამდენიმე დღით დარჩენის საშუალება? ან ვის უნდა მივმართო ამისთვის?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი