მთავარი » სხვადასხვა

ძაღლსაშენი “ტაბაკინი” ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზის პოპულარიზაციის სამსახურში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2013 46 კომენტარი | 41,821 ნახვა

1992 წელს ტაბაკინის წმიდა გიორგის მონასტრის ძმობამ ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზის მოშენება, სელექცია და პოპულარიზაცია გადაწყვიტა. მათ დააფუძნეს ძაღლსაშენი „ტაბაკინი“, რომელიც თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 206 კმ-ზე, თერჯოლის ტერიტორიაზე მოაწყვეს. კავკასიური ნაგაზი ტაბაკინის მონასტრის წინამძღვარს იღუმენ იაკობ ჭოხონელიძეს, რომელიც ძაღლსაშენსაც ხელმძღვანელობს, სურს ამ მხარეში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

იღუმენი იაკობ ჭოხონელიძე: „ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზი ბუნებრივი სელექციის შედეგად მიღებული უძველესი ჯიშია. იგი საუკუნეების განმავლობაში მკაცრ ბუნებრივ პირობებში მგლებთან ბრძოლასა და მძიმე შრომაში ყალიბდებოდა. გამოირჩევა პატრონისადმი სიყვარულითა და თავგანწირვით, მეფური ღირსების გრძნობით, გაწონასწორებული ფსიქიკით, უშიშარობით, სილამაზით, მწყემსისა და დარაჯის თვისებებით.

ძაღლსაშენ „ტაბაკინში“ 20 წლის განმავლობაში მრავალი საუკეთესო ინდივიდი გამოვზარდეთ, რომლებიც კარგად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ამ ხნის განმავლობაში დაუღალავი სელექციური შრომის შედეგად მივაღწიეთ სასურველ შედეგს. კავშირები გვაქვს რუსეთისა და საქართველოს ცნობილ ძაღლსაშენებთან. ძაღლები წარმატებით მონაწილეობენ კავკასიისა და ევროპის გამოფენებზე, რომელთა დაგვირგვინება იყო 2010 წლის მაისში, კიევში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობდა 16 ქვეყანა. ჩემპიონატზე მონასტრის ძაღლსაშენის ხვადმა, სახელად ბუთქუნამ, 160 ჯიშის 4 000 ძაღლს შორის გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

იღუმენი იაკობ ჭოხონელიძე

გვსურს დაგვეხმაროთ სახელმწიფოს მიერ ტურიზმის განვითარებისათვის გამოყოფილი გრანტის მიღებაში, რათა ავაშენოთ: სატრაპეზო, მარანი, თონე, ფაცხა, წისქვილი, ნალია, გარე პერიმეტრის დეკორატიული ღობე, ბერების სენაკები და მცირე ზომის წმ. ნიკოლოზის ტაძარი, რაც საშუალებას მოგვცემს დავაფუძნოთ ფუნქციურად დატვირთული ეთნოგრაფიული ცენტრი და მონასტერი, რომელიც ძაღლსაშენთან ერთად მნიშვნელოვნად გაამდიდრებს იმერეთის ტურისტულ პოტენციალს.“

შეგახსენებთ, კავკასიური ნაგაზი წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ ჯიშს, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალური თვისებებით გამოირჩევა. იღუმენი იაკობ ჭოხონელიძე ცნობილი კინოლოგის ა. მაზოვერის და სხვა აღიარებული სპეციალისტების მიერ მეცნიერულად დადგენილია, რომ არსებობს კავკასიური ნაგაზის 4 ტიპი: ქართული, სომხური, დაღესტნური და აზერბაიჯანული. მათ შორის ყველაზე საინტერესოა ქართული ტიპის ნაგაზი, რომელსაც ახასიათებს ძვალმსხვილობა, მიმზიდველი გრძელი ბეწვი, მასიური აღნაგობა, რის გამოც კინოლოგების მიერ სწორედ ამ ტიპისგან იქნა გამოყვანილი კავკასიური ნაგაზის სტანდარტი.

ისტორიულად დადასტურებულია, რომ უკვე მე-18 საუკუნეში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში დაიწყეს კავკასიური ნაგაზის ფართოდ გამოყენება სამხედრო და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებისა და სატუსაღოების სადარაჯოდ.

„ტაბაკინის“ ძაღლსაშენში ამჟამად 19 ძაღლი ჰყავთ. ძაღლების ფასი ინდივიდუალურია… დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით: 5 99 504 861

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“;
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ააიპ წმ. ნიკოლოზის სახელობის ეთნოგრაფიული ცენტრი
ტაბაკინი მიმღების ანგარიშის ნომერი: GE66BG0000000292296900
დარეკეთ: 0901500501 (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი).

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

46 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი