მთავარი » სხვადასხვა

ზაქარა პაპა – “მისაბაძი ადამიანი” – ნესტან ბლუაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.09.2014 | 2,424 ნახვა

ბევრი ადამიანია, ვისაც მისაბაძს ვუწოდებ. უმეტესად მახსენდება გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, ვინც დიდი გავლენა იქონია კაცობრიობის ნესტან ბლუაშვილი განვითარებასა და წინსვლის საქმეში.

მაგრამ, ამ წერილში მინდა, ერთ მოხუც მწყემსზე გიამბოთ, რომლიც მესხეთის ერთ ლამაზ სოფელში ცხოვრობს.
ახლა 86 წლისაა. ძალიან მშვიდი, კეთილი და სიყვარულით სავსე ადამიანია. ეს ზაქარა პაპაა. იგი 14 წლიდან ცხვარს მწყემსავს. ამბობს, რომ ცხვრის მოვლა ძალიან უყვარს, რომ ბედნიერია თავისი საქმით და ძალიან კმაყოფილია თავისი ცხოვრებით.

ზაქარა პაპა ჩემთვის მისაბაძი ადამიანია, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება აკეთებდა იმ საქმეს, რაც ძალიან უყვარს. თავისი საქმის უზადო მცოდნეა. ერთხელ ბებიაჩემის ცხვარმა ფეხი მოიტეხა. სასწრაფოდ მოვიყვანეთ ზაქარა პაპა. ფეხმოტეხილი ცხვრის დანახვამ ძალიან ააღელვა, ისე უვლიდა, როგორც ჩვილ ბავშვს. ფიცრის პატარა ნატეხებისაგან არტახნები გამოთალა და მტკივანი ფეხი შეუხვია. ცხვარს ცრემლები მოსდიოდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მახსოვს, ცრემლები ზაქარა პაპასაც მოსდიოდა. ცხვარი ეცოდებოდა…

მისაბაძი ადამიანი-ზაქარა

რამდენიმე კვირის მერე, ჩვენი ბეკეკა ისევ მხიარულად დაკუნტრუშობდა.
ვფიქრობ ზუსტად ასეთი ადამიანია მისაბაძი. თავისი საქმის მოყვარული, უზადო მცოდნე და ამით ძალიან ბედნიერი. მან ცხოვრებაში თავისი ადგილი სიყვარულით, ცოდნითა და შრომით დაიმკვიდრა.

მისაბაძია ის ბედნიერი ადამიანი, ვისაც სხვებისათვისაც სიკეთე და ბედნიერება მოაქვს.

ნესტან ბლუაშვილი

ვინ არის თქვენთვის მისაბაძი, სამაგალითო ადამიანი? მოგვწერეთ თქვენც: ambioni@ymail.com
„მისაბაძი ადამიანი“ შეიძლება იყოს საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ან თქვენი ოჯახის წევრი, მეზობელი, შორეული წინაპარი და ა.შ. ადამიანები, როგორც შორეული წარსულიდან, ასევე – თანამედროვეობიდან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი