მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ძამას ხეობა – ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა გაიცნოს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.07.2013 25 კომენტარი | 117,950 ნახვა

50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესია–მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები – საქართველოს ეს სიმდიდრე ძამას ხეობაში მდებარეობს. თბილისიდან ხეობის მიმართულებით დაახლოებით 160-170 კმ-ია სავალი და ერთ დღეში მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ძირითადი ძეგლების მონახულება შესაძლებელია.
„ამბიონი“ ძამას ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ.

ძამას ხეობა

გიორგი დვალაშვილი (გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი): “მდ. ძამას ხეობა, რომელიც წარმოადგენს მდ.მტკვრის მარჯვენა შენაკადს, ქალაქ ქარელთან უერთდება. სიგრძე დაახლოებით 40 კმ.-ია.მდინარის აუზის ფართობი გახლავთ 340 კვ. კმ. და აღემატება აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობს (აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობი 322 კვ.კმ.). მდინარე სათავეს იღებს თრიალეთის ქედიდან, დაახლოებით 2150 მ. სიმაღლიდანდა უერთდება რამდენიმე მდინარე, მათ შორის ტყემლოვანის წყალი – ერთ–ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, სათიბე და ბატეთის წყალი.

ძამას ხეობა საინტერესო გეოგრაფიულ და ბუნებრივ პირობებში მდებარეობს. ამ ხეობაში ძლიერი ქარი არ ქრის, ჩაკეტილი ხეობაა და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე ზღვის დონიდან ზოგიერთ ადგილას 2 000 მეტრამდეც აღწევს, ორთუბანი ბუნებრივი პირობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს ტერიტორია მჭიდროდ დასახლებული ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი ნასახლარი, თუ ნაეკლესიარი, რომლის საფუძველზეც ეს ხეობააღორძინდა. ბოლო პერიოდში აქ იმდენად მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს,შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მრავალრიცხოვან ხეობებს შორის ეს ხეობა ყველაზე მეტადაა გამორჩეული ისტორიული ძეგლებით, აღდგენილი თუ ახლადაშენებული ეკლესიების რაოდენობით. ტაძრების ნაწილი აღდგენილია ძველ ისტორიულ ადგილას.

სოფელ ორთუბნის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი კოშკი და დედათა მონასტერი, რომელიც ფუნქციონირებს. გვერძინეთის ტერიტორიაზე აღდგენილია უძველესი ეკლესია-მონასტრები. აღსანიშნავია ელბაქიანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სარკინეთის მონასტერი, რომელიც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით კლდეშია გამოკვეთილი და დღეს აქ წირვა-ლოცვა აღევლინება. სარკინეთის მსგავსი მტკიცე ქანებში გამოკვეთილ გამოქვაბულშიარსებული ტაძარი საქართველოში არ გვხვდება.

სარკინეთი

ბევრი ტაძარი, რომელიც დღეისათვის ამ რეგიონში ფუნქციონირებს, იმეორებს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების სახელებს. შატბერდი მაგალითად, აქ გვხვდება ტბეთის ეკლესია, რომელიც ყინწვისიდან 20 კმ.–ითაა დაშორებული.აქ არის ბანას, ოპიზას, შატბერდის ტაძრები, რომლებიც ფუნქციონირებენ და სამონასტრო კომპლექსებს წარმოადგენენ. არქიტექტურული თვალსაზრისით ეს ძეგლები განსხვავებულია. ტოპონიმები, რომელიც ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე გვხვდება, ამ ხეობაში ადრე არ ფიგურირებდა და დღეს ქართველებში გარკვეულ სიამაყეს აღძრავს.

გამორჩეულია ქოზიფას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდ. ტყემლოვანას ხეობაში მდებარეობს. აქ მცირე ნასახლარები იყო, დღეისათვის კი დიდი მონასტერია. მიმდინარე წლის ზამთარში აქ სენაკები დაიწვა და საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა სამონასტრო კომპლექსს, თუმცა დაწყებულია ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები. ქოზიფას კომპლექსის მთლიანი გეგმა საამაყოა და მალე ერთ–ერთი გამორჩეული კომპლექსი იქნება მთელ საქართველოში.

აღსანიშნავია შუანოს მონასტერი. იგი დაახლოებით 1 800 მ.–ზე მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან. შუანო ძამას ხეობაში ყველაზე მაღალზე არსებული სამონასტრო კომპლექსია. იგი მდებარეობს საავტომობილო გზაზე და ძამას ხეობას გუჯარეთის წყლის ხეობასთან და ბორჯომის რაიონთან აკავშირებს. შესაძლებელია გუჯარეთის ხეობაში გადასვლაც, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს დაცლილია და იქ სამონასტრო კომპლექსები თუ დასახლებული პუნქტები აღარ გვხვდება. ამ გზით ბორჯომის მიმართულებით გადაადგილებაც შესაძლებელია.

ძამას ხეობაში ათეულობით ისტორიულ ძეგლთან ერთად გამორჩეულია ბატეთის ტბა, რომელიც ნასოფლარ ბატეთიდან ახლოს მდებარეობს. ბატეთის ტბა მართალია, ბატეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და ბატეთს წითელწიგნში არსებული ძეგლის სტატუსი შენარჩუნებული აქვთ, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივი ძლიერ არის გაჩეხილი, აგრეთვე, მისასვლელი გზის სირთულის გამო წვიმიან ამინდში გადაადგილება შეუძლებელია.

თითქმის შეუძლებელია საავტომობილო გზით მიმოსვლა აბუხალოს კომპლექსის მიმართულებით. კომპლექსი კლდეშია ნაკვეთი. მიმდინარე ზამთარს აქ ოთახები ჩამოქცეულა.დაყუდებული ბერი იმ ადგილიდან ხეობაში დაბლა ყოფილა ჩამოსული და შემთხვევით გადარჩენილა ჩამოშლის პროცესში ნანგრევებში მოყოლას. აბუხალოსთან ახლოს არის 25 მ. სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საინტერესო ბუნების ძეგლს წარმოადგენს. აბუხალოს ხეობით, ძირითადად საფეხმავლო მარშრუტით, შეიძლება მოხვდე საინტერესო მწვერვალზე, რომელსაც ჰქვია ბარძიმჯვარი, საიდანაც კარგად მოჩანს ქართლის ტერიტორია.

ძამას ხეობის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ცხოვრობდნენ ოსები. მათი დიდი ნაწილი ამ ხეობიდან წავიდა… მცირე რაოდენობით არიან ეკომიგრანტები აჭარიდან, თუმცა სოფლები თუ ნასოფლარები მასობრივად არ გახლავთ დასახლებული. ამავდროულად, მომატებულია საეკლესიო მოღვაწეთა რაოდენობა და თითქმის ყველა მონასტერი მოქმედია. ის სასულიერო პირები, რომლებიც აღდგენილ თუ ახლადაშენებულ მონასტრებში მოღვაწეობენ, ხეობის მკვიდრ მოსახლეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ.“

გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის თქმით, ტურისტებში ძამას ხეობის მონახულების ინტერესი დიდია, თუმცა ყინწვისის იქით ძალიან ცოტა ქართველი ტურისტი თუ ადის. უცხოელები კი თითქმის არ შეიმჩნევიან, რადგან ამ ხეობის შესახებ ნაკლები ინფორმაციაა. თუმცა აქ არსებული ჩანჩქერი, ტბა და საინტერესო გარემო, ალბათ, მომავალში ტურისტულ მიმართულებასაც შესძენს ამ ხეობას. თუ საავტომობილო გზის აღდგენა მოხდება, სანიაღვრე სისტემებისპრობლემა მცირედით მაინც მოგვარდება დაროგორც მრევლის, ასევე ტურისტების რაოდენობა მოიმატებს.

თეონა ნოზაძე

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს

ძამის ხეობის მონასტრები


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

25 კომენტარი »

  • ირაკლი ჭაბუკაშვილი says:

    ბოდიშს გიხდით მაგრამ, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ძეგლი არაა ნახსენები მოცემულ სიაში, მაგალითად სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, სოფ. სამწევრისში არსებული მერვე საუკუნის ეკლესია, ვგონებ ერთერთი ყველაზე ძველი ხეობაში, უკუღმა საყდარის სახელით ცნობილი ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც თამარის დროინდელი სიყვარულის ლეგენდათაა ისტორიაში შემორჩენილი, კეხიჯვრის სამების ეკლესია, ციციშვილების ციხის ნანგრევი, და იქ მდებარე კარის სალოცავი და ა. შ. ეს ძეგლებიც ძამას ხეობაშია ყველა

  • მარიამ-ხათუნა says:

    უფალო, რა საოცარია ფიქრები…წაკითხულის შემდეგ ფიქრებით მდინარე ძამას ხეობაში გადავსახლდი…
    აი საით უნდა იყოს წასული ადამიანის ფიქრები…რა თქმა უნდა ფიქრების მერე საქმე, თორემ მარტო ფიქრით საქმე არ გაკეთდება.
    გამორთე ადამიანო ტელევიზორი,განა ტელევიზორთან უსაქმურად ჯდომას არ ჯობია შენი ხელით დააგო გზა რომელზედაც ისევ შენ გაივლი და გზა რომელიც ტაძრამდე მიგიყვანს!!!ვის ელოდები,ვინც ისეთ გზას გიგებს რომელიც ტაძრამდე ვერასდროს მიგიყვანს???!…მორჩი იქით ყურებას საიდანაც შენს ხარჯზე მდიდრდებიან, შენ კი მარტო გპირდებიან!…იცხოვრე სიმართლით და შრომით და იყავი ბედნიერი სიმშვიდეში!

  • გიორგიპირველი says:

    ძამას ხეობა კი არა, ძამის ხეობა.

  • IOANA says:

    დიდებულია ქოზიფას მამამთა მონასტერი. 2003 წელს ვიყავით მეუფე ილარიონთან ერთად ამ მონასტერში და რუის ურბნისის ეპარქიაში და საოცრებაა მთლიანად ეს ეპარქია. დიდება და მადლობა უფალს რომ ვნახეთ ეს საოცრებები. ყინწვისი, ულუმბო, ქოზიფა და ა.შ.

  • tamari says:

    მე ვარ ნამყოფი ძამას ხეობაში. ულამაზესი ადგილია, სასწაული … დედათა და მამათა მონასტრები, ეკლესია – ტაძრები და ბატეთის ტბა, სადაც ფეხით ავედით 4 ადამიანი და საოცარი სილამაზის მომსწრენი გავხდით … დაგეგმეთ , წადით და მოინახულეთ ეს შესანიშნავი ადგილები ….. უფალი გფარავდეთ .

  • ლევანი says:

    თუ იცით, ძამას ხეობაში მობილური იჭერს?

  • giorgi says:

    ძამის ხეობაშია ასევე მზოვრეთის მამათა მონასტერი, ულამაზესი ადგილია

  • dvalageo says:

    მაგთიფიქსი იჭრს ყყველაზე კარგად ძამის ხეობაში

  • გიორგიპირველი says:

    ძამას ხეობა კი არა, ძამის ხეობა!

  • მაინტერესებს ძამის ხეობაში ჩველუებრივი სამარშუტო ტაქსით(მარშუტით) თუ არის შესაძლებელი გადაადგილება?

    • larisa says:

      მეც მაინტერესებს,სამარშრუტო რომ ვიქირაოთ შეგვიძლია ერთ დღეში შემოვიაროთ ძამას ხეობის ეკლესია-მონასტრები? თანამშრომლებიდან ბევრი
      ვართ 60-ს გადაცილებულები და შევძლებთ ასეთ ექსკურსიას? გთხოვთ, გვიპასუხეთ. larisa.shengelia@gmail.com

    • larisa says:

      მეც მაინტერესებს,სამარშრუტო რომ ვიქირაოთ შეგვიძლია ერთ დღეში შემოვიაროთ ძამას ხეობის ეკლესია-მონასტრები? თანამშრომლებიდან ბევრი
      ვართ 60-ს გადაცილებულები და შევძლებთ ასეთ ექსკურსიას? გთხოვთ, გვიპასუხეთ. larisa.shengelia@gmail.com

      • ანი says:

        მზოვრეთის მამათა მონასტრამდე ფეხით ასვლა გაგიჭირდებათ… დაბლა მანქანების დაქირავება შეგიძლიათ და ახვალთ ჩვეულებრივ..

  • teo says:

    shabats mivemgzavrebi mosalocat da darwmunebuli var didi shtabejdilebita da entuziazmit davbrundebi

  • დავითი says:

    მანქანით თუ მივალ ან როგორი მანქანით,რომ დავათვალიერო

    • ანი says:

      მაღალი პასატკა უნდა ჰქონდეს აუცილებლად … ბატეთის ტბასთან და მზივრეთზე სხვანაირად ვერ ახვალთ… დიდი ჯიპით ან დელიკით

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი