მთავარი » საზოგადოება

ძალადობასა და შიშში გატარებული წლები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.12.2009 18 კომენტარი | 6,909 ნახვა

ნაცემისაქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უხვადაა. მართალია, ზუსტი მონაცემი ქვეყანაში ოჯახური ძალადობის შემთხვევათა შესახებ არ არსებობს, რადგან უამრავი ადამიანი საკუთარი პრობლემის ოჯახის გარეთ გატანას ერიდება, მაგრამ თუ ჩვენს გარშემო მყოფთ კარგად დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ არათუ იშვიათია მსგავსი შემთხვევები, პირიქით, საკმაოდ იმატა კიდეც მათმა რიცხვმა.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იშვიათი გამონაკლისის გარდა, როგორც წესი, საკუთარი ისტორიის ხმამაღლა აღიარებას შიშის გამო ერიდება. ხშირად მსხვერპლს მოძალადისგან დამალვაც კი სჭირდება, სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად არსებობს თბილისში რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ცდილობენ, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.

“ამბიონი” გთავაზობთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ახალგაზრდა გოგონას ცხოვრების ისტორიას, რომელსაც წლების მანძილზე უხდებოდა საკუთარ პრობლემებთან მარტო გამკლავება. უამრავი ადამიანი მის ცხოვრებას საკუთარს მიამსგავსებს, კიდევ ერთხელ დააფიქრებს და დაინახავს, როგორი ძლიერია დღეს ერთ დროს მომთმენი, სუსტი და დაბეჩავებული ადამიანი.

მსხვერპლი: დედამ 9 თვის დამტოვა, ბავშვთა სახლში მარტო გავიზარდე, მამა კი 6-7 წლის წინ დაიკარგა და აღარ გამოჩნდა. არავინ გამაჩნდა, ზურგი არავისგან მქონდა. არც სიყვარულით გავთხოვილვარ, მერჩივნა სხვის გაყოლას მას გავყოლოდი. მაშინ 15 წლის ვიყავი, დაუცველი. არაფრის იმედი არ მქონდა. მეგონა გათხოვებით პირობები გამიუმჯობესდებოდა, მაგრამ ტკივილს და მარტოობას გათხოვების შემდეგ უარესი დაემატა.

ქმარი ჩემზე 3 წლით უფროსი იყო. როცა ოჯახი შევქმენით მაშინვე ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. ყოველ დალევაზე მცემდა, ამტვრევდა ნივთებს. ეს ხდებოდა 8 წლის განმავლობაში, თვეში 2-3 ჯერ მაინც. მე ოჯახი არ მყავდა, შესაბამისად, ვერავინ ჩაერეოდა. სიფხიზლეში ჩვეულებრივ იქცეოდა, შემოხედვისაც რცხვენოდა. ბოდიშსაც მიხდიდა, მაგრამ ეს არაფერს შველის. იყო პერიოდი კარგად იქცეოდა, მერე ისევ შემეჩვეოდა და ისევ ესე აგრძელებდა. ყურადღებას ოჯახსაც აქცევდა, მაგრამ უფრო მეტად ვალებს იდებდა.

ჩემს წარსულს ხშირად დაცინვით, ირონიით ეხებოდა, ჩემს სიტყვიერ შეპასუხებას კი ვერ იტანდა. ფხიზელს ბევრჯერ ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, რომ ისედაც ცუდი ცხოვრება მქონდა. ის კი მცემდა და მპასუხობდა, რომ მასაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა და საკუთარ ქცევას ამით ხსნიდა. ღვიძლ ბიძაშვილზეც კი იეჭვიანა, მაშინ ორსულად ვიყავი, მცემა და მეორე ბავშვი დავკარგე, ხელოვნური მშობიარობით მკვდარი ნაყოფი დავბადე.
დანითაც მემუქრებოდა. შიშით, ღამით მის მოსვლამდე ვერ ვიძინებდი, რომ მთვრალი მოვიდოდა და მცემდა. მძინარეს ხან თმებით ამწევდა, ხან საწოლს ფეხს მოარტყავდა. ვერ იტანდა, რომ მეძინა, ის კი ფეხზე იდგა. მიზეზს იგონებდა, რომ რაღაცაზე ვეცემე. ასე მტანჯავდა.

ცნობილი იყო თუ არა გარშემომყოფებისთვის თქვენს ოჯახში არსებული მდგომარეობა?

ეს ფაქტი დამალული არ ყოფილა, ყველამ იცოდა – მეზობლებმაც და ნათესავებმაც. ცემის დროს ერთ ადგილზე ვიჯექი და არ ვინძრეოდი, ის კი მაგნიტაფონს მაღალ ხმაზე აუწევდა, მეზობლებში ხმა რომ არ გასულიყო და ასე “ვამპირივით” იქცეოდა. დედამთილ-მამამთილი გაცილებულები იყვნენ. ჩვენ ხან სოფელში ვიყავით მამამთილთან, ხან დედამთილთან ვცხოვრობდით, გორში. დედამთილი ყოველთვის ჩემ მხარეზე იყო. ისიც, ქმრის ლოთობიდან გამომდინარე, მთელი ახალგაზრდობა გაწამებული იყო. მისი და-ძმაც ჩემს მხარეზე იყვნენ, მაგრამ ვერ მეხმარებოდნენ. ქმარი დაზეც იწევდა, ძმაზეც და სიძეზეც. ყველას ეუბნებოდა, მის საქმეში არ ჩარეულიყვნენ, რადგან მისი ცოლი ვიყავი და თუ უნდოდა მომკლავდა.

რამდენად ახლოს იყო თქვენი ოჯახი ეკლესიურ ცხოვრებასთან?

ეკლესიაში დავდიოდი, ბევრჯერ ლოცვა წამიკითხავს, მოძღვარმა ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ და მოთმენას მირჩევდა, ეკლესიური ცხოვრებით მინდოდა მეცხოვრა. მაგრამ ვერანაირი კვანძი ვერ გამოვნახე, რომ ქმარი სარწმუნოებაში მისულიყო. ის, რაც გავთხოვდი ეკლესიაში არ მინახავს, სანთელი არ დაუნთია.

არც ჯვარი გვქონდა დაწერილი, ხშირად ვეუბნებოდი, ჯვარს თუ დავიწერდით უფლის წინაშე მართლები ვიქნებოდით და იქნებ, რაღაც შეცვლილიყო, დაველოცეთ უფალს, მაგრამ უარს მეუბნებოდა და მე ეკლესიაში ძალით ვერ წავიყვანდი.

რამდენად რთული იყო ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილების მიღება?

ვფიქრობდი, ჩემს შვილს ოჯახი უნდოდა, ცოტაც მომეთმინა, მაგრამ ბავშვი უკვე სკოლის ასაკში იყო. როდემდე უნდა ეყურებინა შვილს ჩემი ცემა, ასე შეიძლება მისი მომავალიც გაფუჭებულიყო. როდესაც ასე იქცეოდა პატრულსაც არასდროს ვუძახდი, მერჩივნა მომეთმინა და ცალკე ჩემს შვილს არ ეთქვა მამაჩემს პატრული გამოუძახეო ან პირიქით, სახელი შელახოდა, რადგან მაინც ხომ შევრიგდებოდით. მარტის თვეში ხელი ამომიგდო, მაშინ დავიფიცე, რომ პატიება აღარ შემეძლო. ხელი მთლიანად დალურჯებული მქონდა. მირჩევნია, შვილი მარტო გავზარდო, ვიდრე მასთან ერთად და ისევ იმ სიტუაციაში.

8 წლის თანაცხოვრების შემდეგ, სასამართლოს გადაწყველტილებით ოფიციალურად გავცილდით.

“ძალადობის დაცვის ეროვნულ ქსელში” დამეხმარნენ, შემასწავლეს სტილისტობა, ვიზაჟისტობა, ვიმედოვნებ, მალე ვიმუშავებ, ვსწავლობ ასევე კოსმეტოლოგიას. ბავშვთან ერთად თავშესაფარში არაჩვეულებრივ პირობებში ვცხოვრობ. ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით უკვე მოვძლიერდი. მინდა რაც შეიძლება მეტი ვისწავლო, რათა ჩემი შვილის მომავალი ვუზრუნველყო და სიმშვიდეში ვიყო.

რა შემთხვევაში შეიძლება შეურიგდე?

შერიგება არანაირ შემთხვევაში არ მოხდება. ერთადერთი რის გამოც შეიძლება შევრიგებოდი და შევურიგდი კიდეც რამდენჯერმე, ეს ჩემი შვილია. რამდენიმე შანსი მივეცი, მაგრამ ვერ გამოიყენა და კიდევ ვერ დავუჯერებ რომ შეიცვლება. რადგან მთელი 8 წლის განმავლობაში არ შეიცვალა. ახლა არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ბავშვი მიყავს ხოლმე. თავის სიმთვრალეს ისევ აგრძელებს. ბავშვმა ფსიქოლოგსაც უთხრა, არ მინდა დედა და მამა შერიგდნენ, რადგან ის იგივეს გააკეთებსო. დაშორებიდან პირველი ექვსი თვე გამიჭირდა, კიდევ ვფიქრობდი შერიგებაზე. მაგრამ დღეს ძალიან მშვიდად ვარ, თვითონ თავშესაფარში მოვიდა, შერიგება უნდოდა, მაგრამ მასთან შერიგებას, მირჩევნია, მარტო ვიყო.

მსგავს პირობებში უამრავი ადამიანია, მინდა ჩემი მაგალითით ყველა მალე მოეგოს გონს და დროულად უშველონ თავს. მამაკაცებმა კი როდესაც ხედავენ, სიმთვრალით ოჯახი ენგრევათ უმჯობესია, არასოდეს დალიონ.

ძალადობარა შემთხვევაში მიმართავს მსხვერპლი ფსიქოლოგს და როგორ უნდა მოიქცეს ის, როცა ხშირად მოძალადესთან მიმართებაში დამანაშავეც არაა და აქვს თუ არა აზრი წინააღმდებობის გაწევას, გვპასუხობს ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი.

მანანა სოლოღაშვილი (ფსიქოლოგი): კრიზისული დახმარების ცენტრში მოხვედრილ მსხერპლებს უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები უტარდებათ. თავშესაფარში კი ის ადამიანები ხვდებიან, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, ან ფიზიკური ძალადობა ისეთ დონეზეა მისული, როცა მსხვერპლს ქუჩაში დარჩენის საფრთხე ემუქრება. ხშირად საპატრულო პოლიციელებს მოყავთ ასეთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები.

მოძალადის ფსიქოტიპი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ის თავისუფლებას ყველაზე მაღლა აყენებს ოჯახის სხვა წევრებზე. ძალაუფლება და კონტროლი მისთვის დამახასიათებელია, ეჭვიანობა კი ზღვარს გადასულია. აზრი წინააღმდეგობის გაწევას როგორ არ აქვს, ფსიქოლოგიურად უნდა აღიჭურვოს მსხვერპლი ისე, რომ თუ ურთიერთობის დალაგება შესაძლებელია, დაალაგონ, მაგრამ თუ მოძალადეს ამის სურვილი აქვს, აზრი არ აქვს. საერთოდ მოძალადე დიდად არ იცვლება.

ოჯახური ძალადობისას რა შემთხვევაში მოაქვს შედეგი ფსიქოლოგის ჩარევას?

ფსიქოლოგის დახმარება ის არის, რომ მსხვერპლს გავაცნობიერებინოთ საკუთარი მდგომარეობა. თუმცა, ფსიქოლოგის დახმარების შემდეგ ბევრი ისევ უბრუნდება და აგრძელებს მოძალადესთან ცხოვრებას. ძალადობის მსხვერპლის რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა კვალს მასზე მაინც ტოვებს.

არსებული ვითარება ყველაზე მეტად და ყველაზე ცუდად ბავშვებზე მოქმედებს. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი თვითონაც მოძალადე გამოდის, რადგან ის ნორმად აღიქვამს ძალადობას და თავადაც იგივეს აკეთებს, ან მსხვერლის როლს ირგებს. გააჩნია ფიზიკურად რომელი სქესია. ამიტომ ძალადობა თაობიდან თაობაში გადადის. უმჯობესია, მოხდეს განცალკევება ან იზოლირება.

რა კანონი მოქმედებს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად, რამდენად კარგად მოქმედებს კანონი და რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციის მხრივ, “ამბიონი” “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” იურისტის, მანანა ფურცხვანიძის მოსაზრებებს გთავაზობთ.

მანანა ფურცხვანიძე (“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” იურისტი): ოჯახში ძალადობის ფაქტები ხშირია. 2008 წლის მონაცემებით რომ ვიმსჯელოთ, დაახლოებით 300-მდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა მოგვაკითხა დახმარებისთვის. თუმცა, ეს ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც მეტი გზა აღარ აქვთ, საკუთარ ცემას დიდხანს უძლებენ, მაგრამ როდესაც ზეწოლა ბავშვებზე ხდება და ფსიქიკა ერღვევათ, ამ შემთხვევაში დედები გადაწყვეტილებას იღებენ, მოგვმართონ დახმარებისთვის. ხშირია როცა ამ პრობლემით ახალგაზრდები გვაკითხავენ, მაგრამ მომართვიანობა უფრო მეტია 30 წელს ზემოთ და ასაკოვან ადამიანებში. 2006 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”.

მასში ჩადებული დაცვის მექანიზმი და შემაკავებელი ორდერები, ახალი მექანიზმი იყო საქართველოსთვის. შესაბამისად, ის თავიდან ვერ მუშაობდა, რადგან გამოცდილება და პრაქტიკა არ არსებობდა. ამასთან, ჯერ მისი გაცნობა უნდა მომხდარიყო იმ მუშაკების მიერ ვისაც ეს ევალებოდა (პოლიციეს მუშაკები, პატრული, უბნის ინსპექტორები). მას შემდეგ რაც თავადაც შეიძინეს ინფორმაცია კანონის შესახებ უკვე ნელ-ნელა მოხდა მისი დანერგვა და ინპლემენტაცია საზოგადოებაში.

რა შეიძლება იყოს ხშირი ძალადობის ფაქტების მიზეზი?

ამის მიზეზი უამრავია. დღესდღეობით კი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამო კიდევ გართულებულია სიტუაცია. მამაკაცების დიდი ნაწილი უმუშევარია, რომლებმაც იმის მაგივრად, რომ გამოსავალი მოძებნონ, ხელი მიყვეს ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარებას. რაც მათ ფსიქიკას ანადგურებს, აგრესიულს ხდის ადამიანს და ოჯახურ კონფლიქტებამდეც ადვილად მიდის.

ასევე, მნიშვნელოვანია, სადაც იზრდებოდა მოძალადე, როგორ იზრდებოდა მოძალადე, როგორი იყო მისი ბავშვობა, როგორ ჩამოყალიბდა მისი პიროვნება. ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე საქმე გვაქვს ძალადობასთან.

არსებობს გარკვეული სარეაბილიტაციო ცენტრები, ჯერჯერობი მხოლოდ მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის შექმნილია თავშესაფრები, ასევე, მიღებულია კანონი, რაც პრევენციის მექანიზმს წარმოადგენს. მაგრამ აუცილებელია, ქვეყანაში შეიცვალოს სოციალური ფონიც, რადგან ადამიანი, რომელიც საქმით არის დაკავებული მას ნაკლევბად რჩება დრო იმისათვის რომ აგრესია გამოავლინოს ოჯახში, უსაქმურობისას კი ავლენს თავის შინაგან ბუნებას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

18 კომენტარი »

  • ლელა says:

    ოჯახური ძალადობის დროს არ არსებობს ერთი დამნაშავე, დამნაშავეა ყველა ვინც იცის ამის შესახებ და არაფერს აკეთებს დასახმარებლად. და ეს გულგრილობა ისევე უნდა ისჯებოდეს, როგორც სისიხლის სამართლში დანაშაულის დაფარვის მცდელობა, ან თანამონაწილეობა… ამ პატარა გოგონას ამბავში ყველაზე მეტად გამაოგნა მოძღვარის დამოკიდებულებამ-მოითმინე!!! ნეტა თვითონ თუ მოითნმენდა ყოველდღე რომ ეცემა ცოლს, ან თუ ურჩევდა მამაკაცს მოეთმინა ცოლის ღალატი…კიდევ და კიდევ ვრწმუნდები, ეს რელიგია მამაკაცების მოგონილია, მამაკაცებისათვის…არავინ არაფერი არ უნდა მოითმინოს…და არ არის სწორი მეორე ლოყის მიშვერის პრინციპი, არ ამართლებს. სწორია- ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ, რაც მოგხვდება ის დააფშვნა თავზე და მერე სამუდამოდ მოიშორო თავიდან…და ასეტი მოძღვრებისათვის კიდევ ერტხელ გავიმეორებ, თუ აიღე თავზე მისის, გადაარჩინო ადამიანი ის მარტო სულიერად კი არა ფიზიკურადაც უნდა გადაარჩინო, რადგან სხეული სულის ეკლესაა, …თუ არა და ნუ მერელიგიურებით და ნუ მექრისტიანებით, უხეირო პროფესიონალები ხართ და და ღვთის სახლშო იმიტომ შეაფარეთ თავი რომ სხვა პროფესია ვერ შეიძელით

    • ხათო says:

      ლელა შენ რა უნდა გითხრა..იეღოველი ან ათეისთი იქნები შენ შენი გეყოფა და არაფერს დავამატებ…აბა შენ იცი, ულაწუნე ყველას და ცხოვრება ნახე როგორ გაგილაწუნებს და ცხოვრებას რაღას უზავ ???

  • მარი1982 says:

    საშინლად მომხვდა გულზე ჩემთვის ნაცნობი ისტორიაა……

  • გიორგი says:

    საინტერესოა, ლელა თქვენი აზრით ეკლესია და მოძღვარია დამნაშავე?
    იქნებ უკეთ წაგეკითხათ ამ გოგონას ისტორია… და მეორეც რა უნდა ერჩია მოძღვარს თოფი აიღე და მოკალიო?
    თუმცა რაზე უნდა გელაპარაკოთ, როცა მასხარად იგდებთ არა მარტო რელიგიას, არამედ ცინიკურ კონტექსტში მოიხსენიებთ იესო ქრისტეს სიტყვებს, თურმე მისი პრინციპები და სწავლებანი ,,არ ამართლებს”!!!

  • ioseb says:

    albat shens kmars daapshxvni xolme tavze yvelafers, ai iseti avi iknebi shen ro ra gagizlebs neta, shen tu egeti xar sinamdvileshi rasac exla avlen mashin martla sheni bavshvebi sheileba ufro codoebi iyvnen vidre loti mamis xelshi, vin gereligiureba an gekristianeba she cvintliano, magis tkma rogor sheizleba mamaoebze, albat ojaxis ufrosi sheni tavi carmogidgenia, sheileba kide sakme sul sxvagvaradaa,…:):): darchenili iknebi gasatxovari da asakshi shesuli ukacod da eiporiashi xar albat…:):):):):):):)::) ar gecyinos gagexumre

  • ioseb says:

    lela feministi xaaaar????:):):):):):):):):)

  • ქეთევანი says:

    რა გინდათ ლელასთან,სადღაც სწორად აზროვნებს. დიდება უფალს და მაპატიოს ღმერთმა თუ რამე შევცოდე ჩემი აზრის გამოთქმით,მაგრამ ხომ შეიძლება მოძღვარმა იმის მაგივრად,რომ მოითმინეო დაარიგა, მივიდეს იმ მოძალადესთან , დაარიგოს შეასმინოს რამე ,იქნებ მოაბრუნოს ღვთისკენ ის ხომ ეშმაკებისკენაა,როცა ქალს სცემს.ქალი კი ითმენს მაგრამ ხომ შეიძლება მოკლას.ასე რომ გააჩნია ქალმა რა უნდა მოითმინოს.შეიძლება ილოცო და ღმერთს სთხოვა უშველოს მოძალადეს გონს მოიყვანოს და საღი აზროვნების უნარი მისცეს.

    • ხათო says:

      მოძღვარმა უნდა თქვას მოითმინეო, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ცუდი ხდება ჩვენს თავს ჩვენი საკუთარი ცოდვებისგან არის და სწორედ რომ უნდა მოვითმინოთ და ავიტანოთ…
      ქეთევან შენ საერთოდ ვინ ხარ გაერკვიე თან “სწორად აზროვნებსო”
      ანუ ქრისტეს სიტყვებს უარყოფ, თან “დიდება უფალსო”
      მე ისიც ვიცი ერთი ქალი ესე წუწუნებდა ქმარი მცემსო და მერე ეზოში რომ ცემა ქმარმა დილით რომ მოვიდა სახლში, ვერავინმა მიეკარა გასაშველებლად, მეორეც ვიცი არაფერს წარმოადგენდა ქალი და მაგიტომ დაიჩაგრა, ქმარს გაეყარა,საქმე წამოიწყო(პირველ რიგში გასუფთავდა, სულ აჩაჩული და უსუფთაოდ დადიოდა) და მერე ქმარიც შეურიგდა და დალაგდა ყველაფერი.. მოკლედ ქალმა მიზეზი თავის თავში და თავის ცოდვებში უნდა ეძებოს, ცადოს ყველაფერის გამოსწორება და თუ არაფერი გამოვა მერე ილაპარაკოს ( თანაც რა გარანტიაა სხვა უკეთესი შეხვდება)….
      და რაც შეეხება მოთმინებას ეს აუცილებელია და მომთმენიც უნდა ვიყოთ და ყველა განსაცდელის მადლობელნიც უნდა ვიყოთ ღმერთის, სხვანაირად ვერ მიხვდება ადამიანი რას წარმოადგენს, ვინ არის, რას ირჩევს, რა უნდა და რაც მთავარია რას ფიქრობს…და არასდროს დაგვავიწყდეს ქრისტემ ჩვენთვის ევნო უდიდესი ვნებით და სიღარიბეზე რომ ვწუწუნებთ ცისა და ქვეყნის მეუფე ყველაზე ღარიბად ცხოვრობდა და ესეც ჩვენთვის…და ისე შეიყვარა ადამიანი რომ გამოვიდა თავის “მიუწვდომლობიდან” და მოგვიახლოვდა… ჩვენც შეგვიძლია გამოვიდეთ “საკუთარი თავიდან” და მიუახლოვდეთ უფალს, მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს და ფერივიცვალოთ ამინ

      • ni says:

        ხათო ცოლი აჩაჩული რომ დადიოდა მაგიტომ უნდა ეცემა ქმარს? ან იმიტომ რომ არაფერს წარმოადგენდა?რო მოყავდა თავიდანვე არ იცოდა ვინც მოყავდა?თუ თავიდან არისტოკრატის ქალიშვილი ეგონა?? ვაი თქვენს აზროვნებას!!! თავი მორწმუნედ რომ მოგაქვთ და სხვებს ეუბნებით არ განიკითხოვო პირველ რიგში ეგ თქვენს თავს შეახსენეთ!!!…..

    • ni says:

      იმაში ვერ დაგეთანხმები რომ ამბობ სწორად აზროვნებსო,(ლელა საერთოდ როგორ აზროვნებს ვერ მივხვდი,ანუ ძალადობას ძალადობითვე უნდა ვუპასუხოთ და ერთმანეთი დავხოცოთ?მისი ნაწერიდან ეს აზრი გამოვიტანე) მაგრამ იმაში კი მართალიხარ მოძღვარი მარტო მოთმენას არ უნდა სთხოვდესშეიძლებოდა სხვანაირად დახმარებოდა. მე მაგალითად მოძღვარს აღსარებას რომ ვაბარებ ის სულ მეუბნება შენი სიმართლე დაიცავი და თავი არავის დააჩაგრინოვო…

  • მაშა says:

    ლელას ცოტა უხეშად მოუვიდა მაგრამ მეც ვფიქრობ რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს რამენაირად ამ საკითხში, ვიღაც ხომ უნდა დაეხმაროს ასეთ ქალებს? ეს არის ბარბაროსობა 21-ე საუკუნეში.
    ამ გოგონას კიდე არავინ ჰყავდა და წასასვლელი არ ჰქონდა, მაგრამ მე ვიცნობ გოგოს, რომელსაც დედაც ჰყავს, მამაც, ბებიებიც, ბაბუებიც, თან საკმაოდ შეძლებულები, ის არაა პრობლემა რომ ამ გოგოს და მის ბავშვს ვერ არჩენენ, მაგრამ საკუთარი მშობლები აიძულებენ იყოს მის ქმართან და ითბინოს ეს გაუთავებელი ცემა. აქ ყველაზე დიდი დამნაშავეები გოგოს მშობლები არიან ჩემი აზრით. იმის გამო რომ განათხოვარი არ ერქვას მათ შვილს, მეზობლებმა რომ არ იჭორაონ, შვილს სასიკვდილოდ იმეტებენ, აი ეს უკვე სოციალური და კულტურული განუვითარებლობაა!

  • მანანა says:

    მე ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ. როდესაც ოჯახში ასეთი ძალადობაა, ასეთი ოჯახი უნდა დაიშალოს, ისევ ამ წყვილის საკეთილდღეოდ, ხომ შეიძლება ქმარს ცოლი შემოაკვდეს ასეთი ცემის დროს? რომელი ჯობია მკვლელობა თუ გაშორება? გარდა ამისა ბავშვებს რა ფსიქიკა უყალიბდებათ ამ სცენების და ტრაგედიის შემყურე? ისინიც ხომ პოტენციური მოძალადეები იქნებიან, ბავშვები ხომ მშობლების მაგალითზე იზრდებიან!

  • ქეთა says:

    მეც ძალადობის მსხვერპლი ვარ.ჩემა მოძღვარმა პირიქით მირჩია არასოდეს შეურიგდე შენს მეუღლესო რადგანაც მან მოსაკლავად გამიმეტა მეც და თავისი შვილიც ჯერ კიდევ მუცელში.სამწუხაროა ეკლესიაზე ასე რომ ვსაუბრობთ მაგრამ ჩემი მოძალადე მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი მაგალი საეკლესიო პირი რომელმაც გაიგო ეს ამბავი და პირში წყალი ჩაიგუბა და არაფერი თქვა ამ საშინელების წინააღმდეგ რადგანაც მოძალადე მისი მისი ნათესავია.

    • ხათო says:

      ქეთა შენ ეხლა უკვე ისეთი დიდი განკითხვა ჩაიდინე რომ კიდევ უფრო დიდ განსაცდელში არ ჩავარდე …ამიტომ გულით მოინანიე და წიგნები იკითხე,ის დაგეხმარება უფრო განათლებულად ილაპარაკო და იცხოვრო კიდეც.

  • გიორგი says:

    რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო

    “არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყენენ”

  • ნია says:

    საშინელებაა. არ უნდა მოითმინოს არავინ და მეტი ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს, მეტი თავშესაფარი და ინფორმაცია უნდა იყოს. ძალადობის მსხვერპლი, ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიურადაც ცუდ მდგომარეობაშია, შიშის გამო ხშირად ვერ ბედავენ, დახმარებას სთხოვონ ვინმეს.
    არც შვილების გამო არ ღირს მოთმენა – ასეთ პირობებში ბავშვი ძალიან იტანჯება, ძალიან მძიმე სანახავია, როგორ სცემს მამა დედას.

  • ll says:

    shen fariseveli xar xato xar tu vigac!modgvari mec myavs magram arasdros metyvis eget araraobebaze sheurigdi tavi dauxareo,shen unda mogxvdes mushti da mogtexon xeli da naxav rogoria mere motmineba da shen vin mogca ufleba ROM ambob sakutar codvebshie edzios yvelamo.ra codva qonda mag qals?sackali ojaxis da shvikis gamo itmenda yvelafers,gmerts codav da shen at agmocde eget dgeshi mere naxav motmenas!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი