მთავარი » ჯანმრთელობა

ზაფხული და ფიზიკური აქტივობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.06.2016 | 2,544 ნახვა

„ზაფხულში მინდა დავისვენო“. „რატომ უნდა ვიყო ცხელ ზაფხულშიც ფიზიკურად აქტიური?“

ზაფხული … საუკეთესო დრო- სუფთა ჰაერზე, ნებისმიერ ამინდში, დროის დიდი ნაწილი დაკავდე რეგულარული ფიზიკური აქტივობით და აინაზღაურო მთელი წლის დანაკლისი.

ცხელა და გეზარება სიცხეში ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში? ზაფხული მოკლეა, თან დასასვენებლად (შვებულება, არდადეგები) ცოტა დრო გაქვს! ზღვა როგორც ექსპერტები გვირჩევენ ზაფხულში თუ შეწყვეტ ფიზიკურ აქტივობას, ამით გრძელვადიანი პერსპექტივით (მომავალში) დიდ ზიანს მიაყენებ შენ თავს. მთელი წელი ჯანმრთელობა და ხალისი, რომ შეინარჩუნო, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ფიზიკური რეჟიმი ზაფხულშიც გააგრძელო.

თუმცა, თუ ზაფხული ძალიან ცხელი აღმოჩნდა, ფიზიკური აქტივობის უნარის შესანარჩუნებლად გაითვალისწინე შემდეგი რეკომენდაციები:

წყალი! წყალი და კიდევ ბევრი წყალი. დალიე- ფიზიკური აქტივობის წინ, აქტივობის დროს და მის შემდეგ, სასურველია სასმელი წყალი, რამდენსაც შეძლებ, ან 100% ნატურალური ხილის წვენი.

მიიღე ნახშირწყლებით და ცილებით მდიდარი საკვები, როგორც „საწვავი“ შენი კუნთებისათვის. ფიზიკური აქტივობის და ვარჯიშის დროს შენი კუნთები ბევრ „საწვავს“ მოიხმარს, ამიტომ სჭირდება ენერგეტიკული დახმარება. საკვები შეგიძლია მიიღო ერთი საათით ადრე ფიზიკურ აქტივობამდე და ერთი საათის შემდეგ მისი დასრულებიდან. თუ მაღალინტენსიური აქტივობისათვის ემზადები ნახევარი საათით ადრე მიიღე 50-100 კალორია ნახშირწყალი ხილის დახმარებით, მაგალითად ვაშლით, ბანანით. ფიზიკური აქტივობის ან ვარჯიშის შემდეგ არ დაგავიწყდეს ბევრი სითხის მიღება წყლის ან ნატურალური წვენის სახით.

ვარჯიშით ან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით, დღის შედარებით გრილ პერიოდში დაკავდი: დილით ადრე ან საღამოს. ცხელ დღეებში ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა შეამცირე და ხანგრძლივობა გაზრდე.

შეარჩიე შენთვის ადვილი და მსუბუქი ვარჯიში ან ფიზიკური აქტივობა, რომლის ინტენსივობას გაზრდი ყოველდღე, თანმიმდევრულად და ნელნელა შეაჩვევ ორგანიზმს ცხელი ზაფხულის პირობს.

ატარე მინიმალური და ღია ფერის ტანსაცმელი, სასურველია ბამბის ქსოვილის, რათა ორგანიზმი ადვილად გაგრილდეს ოფლის გამოყოფის გზით.

შექმენი ფიზიკური აქტივობისათვის გუნდი მეგობრების და ოჯახის წევრებისაგან ან შეუერთდი რომელიმე სხვა ჯგუფს. ეს საინტერესო და ძალიან სახალისოა.

ფიზიკურად აქტიურად გატარებული ზაფხული მთელი წელი მხნეობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარება!

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

წყარო: http://www.ncdc.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი