მთავარი » ქრისტიანობა

ყველიერის კვირა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.02.2018 6 კომენტარი | 47,328 ნახვა

ხორციელის, ანუ საშინელი სამსჯავროს კვირის შემდეგ მოდის დიდი მარხვის წინა კვირა, რომელსაც ყველიერის კვირა ეწოდება.

როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის მიღება.

დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

ყველიერის კვირაზე უფრო დაწვრილებით “ამბიონი” ესაუბრა ღვთისმშობლის შობის ტაძრის მღვდელმსახურს მამა გიორგი წეროძეს.

რას ნიშნავს ყველიერის კვირა?

ეკლესიამ დიდი მარხვისათვის მზადება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაიწყო. ადამიანს ეძლევა დრო იმისათვის, რომ მან კიდევ ერთხელ, ან პირველად თავის ცხოვრებაში დასვას კითხვები, როგორ განიცდის იგი საკუთარ თავს ღმერთთან მიმართებაში, ფარისეველს უფრო მეტად გავს, თუ მეზვერეს? ფარისეველს, რომელსაც საკვეხნად აქვს თავისი მართალი სარწმუნოება, თუ მეზვერეს, რომელიც გრძნობს, რომ ღმერთისადმი დიდი რწმენა და სიყვარული აქვს, მაგრამ ნათლად ხედავს და განიცდის, შემოქმედის მისდამი სიყვარული იმდენად დიდია, რომ თვალიც კი ვერ გაუსწორებია მისთვის. დავაკვირდეთ იმასაც, რომ ორივე ეს ადამიანი ტაძარში დგას.

ამის შემდეგ იწყება უძღები შვილის კვირა. აქ შემდგომი 7 დღის განმავლობაში ადამიანი ფიქრობს, ნეტა თუ ვარ ღმერთის ერთგული შვილი? ხომ არ ვარ მე წასული მამისეული სახლიდან? ხომ არ მოვთხოვე ღმერთს ერთგვარი ანგარიში და ხომ არ განვეშორე მას? რას ვაგროვებ მე ცხოვრების გზაზე? საით არის მიმართული ჩემი ძირითადი მისწრაფებები? ვარ მე ამქვეყნად სტუმარი, თუ ვიქცევი და ვფიქრობ ისე, თითქოს ეს ყველაფერი სწორედ ასეთი სახით (თორემ სახეს იცვლის სამყარო და მარადიული ფიზიკური და არა მხოლოდ სულიერი არსებობა გველის და მეტიც, ერთგვარი განაჩენიც კი არის მთელი კაცობრიობისათვის) მარადიულად იარსებებს? კითხვების დასმა შეიძლება გავაგრძელოთ. ეკლესია გვთავაზობს, რომ ამ კითხვების ხასიათი შემოიფარგლოს სახარებისეული უძღები შვილის იგავის თემატიკით.

შემდეგ დგება არანაკლებად მნიშვნელოვანი კვირა. ეს არის საშინელი სამსჯავროს მოგონების, წინასწარ ამ დღეზე დაფიქრების კვირა. დღე, როდესაც განურჩევლად ეროვნებისა, ასაკისა, განათლებისა და პატივისა, ყველა შევხვდებით შემოქმედს. დღე, რომელიც შეიძლება ჩვენთვის გახდეს მარადიული სიხარულის, ან, ამის საწინააღმდეგოდ, მარადიული მწუხარების დასტურად. დიახ, დასტურად და არა – დასაწყისად. სამოთხე, ან ჯოჯოხეთი ადამიანის სულისთვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში იწყება და გარდაცვალება, ან საშინელი სამსჯავრო ამ ყველაფრის ერთგვარი დაფიქსირებაა. ორივე დღე ღმერთთან შეხვედრის დღეა. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გარდაცვალებიდან საყოველთაო სამსჯავრომდე ადამიანები ერთმანეთს შუამდგომლობენ, ისინი ეკლესიაში ლოცულობენ, სამოქმედო წესს იღებენ თავიანთი ახლობლების სულების საშველად, სალხინებლად, რომ გამოადგეთ მაშინ, როდესაც საბოლოო სამსჯავროს შემდეგ ასეთი შესაძლებლობა არავისათვის აღარ იარსებებს. შეიცვლება სამყარო, იქნება ახალი ცა, ახალი მიწა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მსგავსად განახლდება ადამიანური ბუნება, მისი სხეული და ღმერთთან მარადიულად მყოფობით შეიცვლება მისი სული, შეიცვლება ფიზიკური სამყაროც. და ყველაფერთან ერთად ამ კვირას, ამ არამიწიერ სააზროვნო საკვებთან ერთად, ეკლესია შეახსენებს მორწმუნეებს, რომ საკვები რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ ხორცის ნაწარმი, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია რძის ნაწარმის მირთმევა. თავად მკითხველმა განსაჯოს, რა უფრო მნიშვნელოვანია და ამ კვირის რომელი სახელწოდება უფრო მეტად უნდა დაიმახსოვროს მან.

ყველიერის კვირა, დასრულდება ადამის სამოთხიდან განდევნისა და ასევე, შენდობის ხსენებით კვირა დღეს. ამ კვირაშიც მეტად მნიშვნელოვანი თემები შემოუთავაზებია ეკლესიას სულის საკვებად, ხოლო ხორცისთვის კი უბრძანებია რძის პროდუქტის საკვებიდან გამორიცხვა. ადვილად მისახვედრია, აქაც საკვების შეზღუდვა მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ დაფიქრდე, რა იყო სამოთხე, რა დაკარგა ადამმა და სასიკეთო იყო თუ არა ეს მისთვის. დიხ, სამოთხიდან ადამის გამოდევნა მისთვის სასიკეთოა, რადგან ცოდვაში ჩავარდნილი, ღმერთისაგან გაუცხოებული (ემალება და ეშინია ღმერთის მაშინ, როდესაც ცოდვამდე ელოდა და ხარობდა ღმერთთან შეხვედრით) არ მიეახლოს მარადიულობის ხეს. ამ დღეზე დაფიქრებით ადამიანმა გონებით შეიძლება ადვილად დაასკვნას, რომ გარდაცვალება და სიკვდილი ცოდვისათვის ერთგვარი წამალია, მწარე, მაგრამ წამალი. მისი მიღება მძიმეა, მაგრამ განკურნებული ადამიანი მარადიულ სიხარულს მიეახლება. ამ განკურნებას საუკუნეების შემდეგ აღასრულებს ქრისტე მაცხოვარი და სწორედ ამიტომაც ეძებს დღეს ყოველი მორწმუნე მასთან თანაზიარებას.

რაც შეეხება შენდობის დღეს, ეს ტარდიცია ბერმონაზვნებმა შემოიტანეს ეკლესიის ცხოვრებაში. ბევრი მეუდაბნოე, სამოღვაწეოდ უკაცრიალ ადგილებში გასული ქრისტეს მორწმუნე დიდი მარხვის დაწყების წინ შენდობას სთხოვს ადამიანებს იმის შიშით, რომ იქნებ აღდგომამდე ცოცხლებმაც ვერ მიაღწიონ. ასევე, ჩვენც ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ.

როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ყველიერის კვირაში?

მორწმუნემ ყველიერის კვირაში ერთგვარად თავი უნდა შეამზადოს მომავალი მარხვისათვის, მომავალი მკაცრი სულიერი შრომისათვის. ადამიანებს რომ ეს გადასვლა გაუადვილდეთ, სწორედ ამიტომ ეკლესია ეტაპობრივად ახდენს სხვადასხვა დავალებების შეთავაზებას. მარხვა სულისათვის მისი მარადიული შემადგენელისათვის გამოუდეგარი მოქმედებებიდან თავის შეკავებასაც გულისხმობს. ეს იქნება სატელევიზიო, თუ სხვა გასართობი სანახაობებისაგან თავის შეკავება. ყველიერის კვირა მარხვის დასაწყისი და შესამზადებელი პერიოდია, ამიტომ ყოველი მორწმუნე ინდივიდუალურად წყვეტს, რა სახით მოემზადოს დიდი მარხვისათვის.

რა ლოცვები იკითხება ყველიერის კვირაში?

ყველიერის კვირაში მორწმუნეებისათვის არ არის განსაზღვრული რაიმე განსაკუთრებული ლოცვები, მაგრამ დიდი მარხვის პირველ კვირაში იკითხება ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც მოითხოვს ძველი აღთქმის გარკვეული პერსონაჟებისა და ისტორიული მოვლენის ცოდნას. სწორედ ყველიერში მორწმუნის კეთილგონივრული საქციელი იქნება ამ ლოცვების განხილვა, რათა დადგენილ დროს შინაარსში წვდომით, მთელი გააზრებულობით ილოცოს ღმერთი.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • lika says:

    tu eklesiashi ver daveswari pirvel kviras salshi rom wavikitxo andria kritelis kainoni sheidsleba?

  • გიორგი says:

    და თუ ადამიანი ხედავს ხილვებს და ამის შემდეგ მოუყვა სახლეულს და თავისიანებმა ის ფსიქიატრიულში დააწვინეს , რა ქნას ?

    • მოძღვარი says:

      ღმერთმა დაგლოცოთ! ამიტომ უნდა გყავდეთ მოძღვარი და მას გაანდოთ ასეთი საკითხები.

      • გიორგი says:

        ჩემი ყოფილი მოძღვარი ამბობს ყველა ხილვა ეშმაკისგანააო და კურთხევა მისცა ოჯახს ჩემი დაწვენის და პსიქოტროპებით დამუშავების . უკვე 6 ჯერ დამაწვინეს 15 წლის განმავლობაში ფსიქიატრიულში – 2 ჯერ ასათიანში , 4 ჯერ ქავთარაძეში . ხილვები ეხლაც მაქვს . მეშინია ან მოძღვართან ან ოჯახთან არ წამომცდეს შემთხვევით რამე და ისევ არ ამიტეხონ იგივე ( ძალიან ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა გამოვიარე ) . ხან შავი ჩრდილი ჩამიფრენს წინ და ხან რა ეშმაკი . სიმბოლიზმები მეხილვება ხოლმე .. პირდაპირ ვგრძნობ და ვხედავ ბოროტი ძალები როგორ ატარებენ რიტუალებს განსაკუთრებულ დღეებში ( ზოგი ჩვენ დღესასწაულებს ემთხვევა ) და მათგან გაშმაგებულმა ბევრჯერ ფანჯრიდანაც კი დავიყვირე მათი საგმობი სიტყვები . მე ახსნა არ მაქვს ამ ყველაფერზე , საერო მოძღვრები დილეტანტები არიან , მონოზვნები კი შორს არიან და ხალხში არ ჩამოდიან , ან არის კი ვინმე ღირსი მამა , რომ მივიდე და ვესაუბრო ? არც ვიცი ასეთი მე არ გამიგია .. არ ჩამთვლის გიჟად ? მაქვს ასევე სიზმრებიც და მრავალი ასეთი სიმბოლური და მისტიური რამ . სამწუხაროდ უკვე ისე ვყავვარ დამონებული და დაუძლურებული ფსიქოტროპებით ფსიქიატრებს და ჩემს ოჯახს , რომ ვერც ახალ მოძღვართან ვერ მივდივარ , ვლოცულობ და სახლში ვარ ჩაკეტილი , უკვე ადამიანების მეშინია , არავის აღარ ვენდობი . ყველა მოძღვარი , ვისთანაც მივედი იძახის ან სატანისგანაა ან ” ხილვები იშვიათიაო ” . 5 გზის მივაკითხე საპატრიარქოს , რომ ერთ ეპისკოპოსს მაინც გავსაუბრებოდი . ვერანაირად ვერცერთთან ვერ გავისაუბრე , ბოლოს ფანჯარა მომიბრახუნეს მანდ , საპატრიარქოს მისაღებში . წინასწარმეტყველებებიც მქონდა , ამაზე სულ დამცინოდა ჩემი სახლეული , როდესაც მოვყევი . ექიმებმა კი ისეთი ფსიქოტროპები დამალევინეს ჯერ კიდევ მაშინ და მერეც , რომ მართლა შევიშალე ჭკუიდან და დღეს არასრულფასოვანი ვარ და საზოგადოების ხორცმეტად ვითვლები . ამ წლების განმავლობაში ყველა მეგობარი დავკარგე და როგორც ტუსაღი ისე ვცხოვრობ , ისე ვცოცხლობ , დედ-მამასთან ერთად . ისინი მოძღვარმა თავიდანვე აკურთხა ყველაფერზე რისი გაკეთებაც სურდათ . მე კი მაიძულა მივყოლოდი ყველგან და დამეჯერებინა , ფსიქოტროპები მესვა თუმცა კი არაფერი მჭირდა – მქონდა ძალიან დიდი ბრძოლები , რადგან თავიდანვე წრფელად მივედი უფალთან . განურჩევლად მეშინია ყველა მოძღვრის და არც თქვენ არ გენდობით . მოქირავეები ხართ . არცერთი თქვენგანი არ არის ჭეშმარიტი მწყემსი . ღმერთმა მოგცეთ განცდა იმისა თუ სხვა რას გრძნობს და საკუთარი შეცდომების სიმძიმის და ცოდვების განცდა . ღმერთმა თქვენც დაგლოცოთ და თქვენ თქვენს მოძღვარს გაანდეთ მე რასაც გელაპარაკეთ . ერთი რამ კი გეშლებათ ყველა მოძღვარს – არასწორმა და დილეტანტურმა შეგონებამ ან დარიგებამ , შეიძლება მორწმუნე მრევლი მგლის საჯიჯგნად აქციოს . და ის , რომ თქვენ ცხვარზე არ ზრუნავთ – ისევე აშკარაა , როგორც თქვენი ფუფუნეულობა და ის , რომ ძალა გაქვთ და ზურგს მარტო უფალი კი არა – ეშმაკიც კარგად გიმაგრებთ , ადამიანიც . თქვენივე საქმეები მოწმობენ თქვენზე . მოერგეთ წუთისოფლის ყველა ვითარებას . ღვთის შიში თქვენში არ არის . და არც ღვთის ცოდნაა თქვენში . შორს ხართ სიბრძნისგან და ოდნავადაც კი ვერ გარკვეულხართ სატანის სიღრმეებში . სულიერება ორი რამაა – რომ გიყვარდეს უფალი ღმერთი მთელი შენი გულითა და გონებით და მთელი შენი შეძლებით . და მოყვასი როგორც საკუთარი თავი . – მე ვერცერთს ვერ ვხედავ ვერცერთ მოძღვარში ამას . საპაექროდ არ გამომიწვევიხართ , მინდა ეს სანთელი იმათთვის დავტოვო , ვინც შესაძლოა მომავალში ამას წაიკითხავს და რეალობას გააანალიზებს .
        ღვთის იმედზე ვარ და ღმერთი ამომიყვანს ამ ჯოჯოხეთიდან . ხოლო ის , რომ ერს ერთი წმიდა მამაც კი არა ჰყავს კეთილად დამმოძღვრავი და სულიერების სიღრმეთა მცოდნე – სამარცხვინოა , ტრაგედიაა !

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.