მთავარი » ქრისტიანობა

“ყველა ადამიანს შეუძლია დაეხმაროს სხვას, თუნდაც არაფერი ებადოს გასაცემი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.06.2015 | 2,719 ნახვა

“არიან ადამიანები, რომელთა ზრუნვაც მარტოოდენ საკუთარი თავით, ეგოისტური სურვილებით შემოიფარგლება; მაგრამ, საბედნიეროდ, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის ცხოვრობენ, საკუთარ თავს სხვებს უძღვნიან. ქართველი ადამიანი ბუნებით სწორედ ამით გამოირჩევა: თუკი იგი ხედავს სხვა ადამიანის გაჭირვებას, პატრიარქი აუცილებლად მიდის და ეხმარება მას. პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრედ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.

როგორ შეიძლება, ვიტვირთოთ სხვისი სიმძიმე, რით შეიძლება შევეწიოთ სხვა ადამიანებს? ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ შეუძლია სხვისი დახმარება, რადგან თვითონაც ხელმოკლედ ცხოვრობს. ყველა ადამიანს შეუძლია დაეხმაროს სხვას, თუნდაც არაფერი ებადოს გასაცემი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დახმარება მრავალი სახისა არსებობს: არსებობს სულიერი დახმარება, არსებობს სიტყვიერი დახმარება და, რაღა თქმა უნდა, მატერიალურიც.

იყო ერთი ადამიანი, რომელიც ერთდროულად გახლდათ ბრმაც და ყრუ-მუნჯიც. მან დაწერა წიგნი – „რატომ ვარ ოპტიმისტი“. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა ისწავლა ლაპარაკი და დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი! ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა, იმედი ადამიანისა. მან უნდა იცოდეს, რომ მრავალი რამ უნდა სცადოს, ვიდრე თავის გზას მიაგნებს; თუკი ერთი საქმე არ გამოდის, აუცილებლად არსებობს სხვა გზაც. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ცხოვრებაში ჩიხი არ არსებობს; შეიძლება განსაცდელის ჟამს ჩვენ წინამე აღიმართოს კედელი, მაგრამ იმ კედელს შეიძლება შემოუარო და ასე აიცილო თავიდან დაბრკოლება!

ამიტომ მინდა გირჩიოთ ყველას, არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, არასდროს დაკარგოთ იმედი ღვთისა, რაც არ უნდა მრავალი პრობლემის წინაშე იდგეთ! უფალი ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და გენგეღოს თქუენ“. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ლოცვების შემსმენელი და თხოვათა აღმასრულებელი!”- ილია II (საკვირაო ქადაგება, 6 ივლისი, 2008 წ.).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი