მთავარი » სხვადასხვა

ყვავილების ფესტივალი თბილისში (2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2012 | 5,714 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკვე მერვე წელია თბილისი ყვავილების ფესტივალს მასპინძლობს. გამოფენამ “ვარდობისთვე” წელს ადგილი შეიცვალა და 9 აპრილის ბაღში მოეწყო.

ფესტივალი წელს ყველაზე მასშტაბური გამოვიდა. მასში მონაწილეობის მისაღებად ფლორისტები მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ. მათ სხვადასხვა კომპანიები და კერძო კოლექციონერებიც უერთდებოდნენ.

ყვავილების ფესტივალი

ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა, ფლორისტებმა წარმოადგინეს იშვიათი ჯიშის ულამაზესი დეკორატიული მცენარეები. დამთვალიერებლის წინაშე ნამდვილი ზღაპრული ბაღი იშლებოდა. წარმოდგენილი იყო უმშვენიერესი ფერად-ფერადი ვარდები, ჯუჯა ხეები (ბონსაები),ფიკუსები, ორქიდეები,ბეგონიები, მარანტები, იები, სხვადასხვა ჯიშის პალმები, პეტუნიები, მარადმწვანე დეკორატიული ფიჭვები, ნაძვები, იშვიათი ჯიშის ულამაზესი კაკტუსები და სხვა მრავალი.

“ვარდობისთვე თბილისში” თბილისისმერიის ორგანიზებით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ყვავილების დღესასწაულს თბილისში საკმაოდ ძველი ტრადიცია აქვს. ყვავილების ფესტივალის მსგავსი ღონისძიება XX საუკუნის დასაწყისში ყოველწლიურად ეწყობოდა. კაკტუსი მაშინ მას “გვირილის დღე” ერქვა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. “გვირილის დღე” დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმართებოდა. მასში მონაწილეობდა თბილისის ინტელიგენცია. ქალაქი ყვავილების ნაირ-ნაირ თაიგულში იძირებოდა.

“გვირილის დღეს” გაყიდული ყვავილებიდან შემოსული თანხა ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალო ფონდში ირიცხებოდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ძალიან მალე “გვირილის დღე” დავიწყებას მიეცა. 2006 წელს კი ტრადიცია აღდგა და თბილისს “ყვავილების ფესტივალის” სახით დაუბრუნდა.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი