მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ყვარლის წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.07.2017 | 2,011 ნახვა

ყვარლის წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ილიას მუზეუმიდან 30 მეტრში მდებარეობს და ჭავჭავაძეების კარის ეკლესიაა. ტაძარი გუმბათიანია და შესასვლელი დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის მხრიდანაა. ტაძარი აგებულია ქართული აგურით და გადახურულია ქართული კრამიტით. აგებულია 1890 წელს დაღესტნის გენერალ-გუბერნატორის, ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძის მიერ.

ყვარლის წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში იგი დახურეს. ძვირფასი ხატები და მთელი ქონება ეკლესიისა წაიღეს. ერთხანს ტაძარი კოლმეურნეობის საწყობადაც კი აქციეს, შემდეგ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ეწყობოდა მასში დროებითი გამოფენები.

1988 წლის 2 აგვისტოს, წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ეკლესია გაიხსნა. მის აღდგენასა და ამოქმედებაში დიდი წვლილი მიუძღვით ზურაბ ჭავჭავაძესა და ილო ბეროშვილს.

ყვარლის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში თანახმად ანდერძისა, განისვენებს მისი აღმშენებელი დიდი ნიკო ჭავჭავაძე (1830-1897); აღმდგენელი ეკლესიისა, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე (1953-1989) და მამამისი, ფილოსოფოსი, აკადემიკოსი ნიკო ჭავჭავაძე (1923-1997) ამ ეკლესიაში მოღვაწეობდა წმიდა გრიგოლის (ფერაძე) ბიძა, გიორგი ფერაძე.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი