მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ყუმის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2019 | 956 ნახვა

სოფელ ლექართის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ძველი ქართული სოფელი ყუმი (კახის რ-ნი), სადაც უმეტესად ჯანაშვილები ცხოვრობდნენ, მაგრამ შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ მათი „ხსენებაც ამოვარდნილა“; ამჟამად აქ წახურიდან ჩამოსახლებული ლეკები არიან.

ყუმი ტყის ხეობის ერთ-ერთი ტიპიური სოფელია, ძველად აქ ქართულ მოსახლეობას სამი საყდარი ჰქონია, რომელთა ნანგრევებმა ჩვენ დრომდე მოაღწია. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე დიდი ე.წ. „ყუმის ბაზილიკა“, შედარებით კარგად დაცული, სოფლის ცენტრშია. იგი მდებარეობს მთის პატარა მდინარე ყუმის წყლის მარცხენა ნაპირზე. დანარჩენი ორი მცირე ზომის ტაძრებს წარმოადგენს, რომელთა ნანგრევების ნაშთები სადღეისოდ არავითარ ინტერესს არ იწვევს.

ყუმის საყდარი საქართველოს პატრიარქის, ექვთიმეს ისტორიუღ მოგზაურობაში იხსენიება. აქ ნათქვამია, რომ ყუმის საყდარი „ღვთისმშობლის“ სახელზე ყოფილა აგებული.

ინგილოები ყუმის საყდარს, „ყუმის დედა ღვთისას“ ეძახიან, ისტორიული ჰერეთის მკვლევარი დ.ჯანაშვილი ყუმის საყდარს „მარიამ დედა ღვთისას“ ეკლესიის სახელით იხსენიებს.

სოფელ ყუმის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ პირველი ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში ა.ხახანაშვილმა გამოაქვეყნა 1895 წ.

ყუმის დედა ღვთისას ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს და გეგმის კომპოზიციითა და ხუროთმოძღვრულ-სივრცითი ფორმით ბოლნისისა და ვაზისუბნის ტაძრებს ენათესავება; შეიძლება ითქვას რომ გეგმა ტაძრისა ზემოხსენებული ძეგლების გეგმის კომპოზიციის განმეორებას წარმოადგენს.

ყუმის ტაძარი, VI-VII სს. ქართული მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი