მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ყუმის ბაზილიკა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2016 | 2,083 ნახვა

ყუმის წმიდა ღვთისმშობლის ეკლესია – VI საუკუნის ბაზილიკური ტაძარი ჰერეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარეობს. ყუმის ტაძარი სოფელი ყუმი სოფელ ლექართის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებითაა, სადაც უმეტესად ჯანაშვილები ცხოვრობდნენ, მაგრამ შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ მათი „ხსენებაც ამოვარდნილა“; ამჟამად აქ წახურიდან ჩამოსახლებული ლეკები არიან.

ყუმი ტყის ხეობის ერთ-ერთი ტიპიური სოფელია, ძველად აქ ქართულ მოსახლეობას სამი საყდარი ჰქონია, რომელთა ნანგრევებმა ჩვენ დრომდე მოაღწია. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე დიდი ე.წ. „ყუმის ბაზილიკა“, შედარებით კარგად დაცული, სოფლის ცენტრშია. იგი მდებარეობს მთის პატარა მდინარე ყუმის წყლის მარცხენა ნაპირზე. დანარჩენი ორი მცირე ზომის ტაძრებს წარმოადგენს, რომელთა ნანგრევების ნაშთები სადღეისოდ არავითარ ინტერესს არ იწვევს.

ყუმის საყდარი საქართველოს პატრიარქის, ექვთიმეს ისტორიუღ მოგზაურობაში იხსენიება. აქ ნათქვამია, რომ ყუმის საყდარი „ღვთისმშობლის“ სახელზე ყოფილა აგებული.

ინგილოები ყუმის საყდარს, “ყუმის დედა ღვთისას” ეძახიან, ისტორიული ჰერეთის მკვლევარი დ.ჯანაშვილი ყუმის საყდარს „მარიამ დედა ღვთისას“ ეკლესიის სახელით იხსენიებს.

სოფელ ყუმის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ პირველი ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში ა.ხახანაშვილმა გამოაქვეყნა 1895 წ.

ყუმის დედა ღვთისას ტაძარი გეგმის კომპოზიციითა და ხუროთმოძღვრულ-სივრცითი ფორმით ბოლნისისა და ვაზისუბნის ტაძრებს ენათესავება.

ძეგლის შესახებ პირველი ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებულია ა. ხახანაშვილის მიერ 1895 წელს. აღნიშნული ძეგლის მეცნიერულ შესწავლას ხელი მოჰკიდა არქიტექტორმა პ. ბარანოვსკიმ, რომელმაც პირველად აწარმოვა ყუმის ტაძრის არასრული, დაუმთავრებელი არქეოლოგიური გათხრები 1940 წელს.

ყუმის ტაძარზე ყოფილა ასომთავრული ქართული წარწერები, მაგრამ ამჟამად წარწერებიანი ქვები ყველა დაკარგულია და სადღეისოდ ამ ძეგლის შესახებ ადგილზე არავითარი ეპიგრაფიკული სახის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება.

ყუმის ტაძარი, VI-VII სს. ქართული მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი