მთავარი » ქრისტიანობა

ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.05.2022 | 153 ნახვა

ერთ მორწმუნე ოჯახს ჰყავდა ვაჟი, რომელიც დაბადებიდანვე ყრუ-მუნჯი და გონება ნაკლული იყო. მას გარეგნულად არაფერი ეტყობოდა და ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა. როდესაც ათი წლის გახდა, იმ დროს ხალხში ნეტარი ეპიფანეს სასწაულების შესახებ იწყეს საუბარი. წმიდა მამა მივიდა სოფელში, სადაც ყრმა იზრდებოდა. ეს რომ დედამ გაიგო, წავიდა იმ გზაზე, რომელზეც ნეტარ ბერს უნდა გაევლო. როცა დაინახა, დიდი რწმენითა და ცრემლებით შეევედრა თავისი შვილის შეწყალებას. ნეტარი ეპიფანეც ატირდა და ლმობიერად თქვა: „ქრისტე ღმერთო, კაცთმოყვარებისათვის განკაცებულო და ვნებულთა განმკურნებელო, მოწყალეო უფალო, რატომ იგვემება ეშმაკისაგან ეს უცოდველი ადამიანი ჩვენ ცოდვილთა სამხილებლად?! აღურაცხელ წყალობათა უფალო, ულხინე და ყოველგვარი ჭირისაგან გაათავისუფლე იგი და მის მშობლებს სიხარული მიანიჭე“.

ჯვარი გადასახა ყრმას და განკურნებული მისცა დედამისს. ნეტარი ეპიფანეს ლოცვით ბოროტი გაშორდა ჭაბუკს, იგი მაშინვე სიბრძნით ამეტყველდა და ყოველივე კარგად ესმოდა. ხოლო ვინც ეს საკვირველეა იხილა, ადიდებდა მრავალმოწყალე უფალს.

დედაკაცმა კი თავისი ქმარიც მოიყვანა და ორი ძროხა მიართვა ამ სიკეთისათვის ღირს მამას; მაგრამ ნეტარმა ეპიფანემ საქონელი ყრმას უბოძა და მთელი ოჯახი დალოცა. ისინი სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მადლი შესწირეს უფალს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი