მთავარი » ხატები და ფრესკები

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ილინ-ჩერნიგოვის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2015 | 3,249 ნახვა

ხსენების დღე – 16 (29) მარტი

ილინის სამების მონასტერში, ჩერნიგოვის ახლოს, ბოლდინის მთაზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება – მას ილინ-ჩერნიგოვისას ეძახიან. ის 1658 წელს ბერმა გენადიმ, ერში გრიგოლ კონსტანტინეს ძე დუბენსკიმ, დაწერა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ილინ-ჩერნიგოვის ხატი ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ლაზარე ბარანოვიჩის და ილინის მონასტრის იღუმენის ზოსიმეს დროს ამ ხატს, ნიშნად მოწყალებისა, რვა დღის მანძილზე – 16-დან 24 აპრილამდე, ცრემლი სდიოდა. ამ სასწაულის მოწმე ჩერნიგოვის თითქმის მთელი მოსახლეობა გახდა. ამის შემდეგ მალევე, იმავე 1662 წელს, თათრებმა ჩერნიგოვი დალაშქრეს და მიმდებარე სოფლები მთლიანად გაძარცვეს. მაგრამ ილინის მონასტრის ბერებმა მოახლოებული განსაცდელის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ ცნობა ღამით მიიღეს. მათ ეკლესიას მიაშურეს, ცრემლით მხურვალედ ილოცეს ზეციური მფარველის წინაშე და ანტონიევის გამოქვაბულში დაიმალნენ. თათრები მონასტერში შუაღამით შემოცვივდნენ. ეკლესია გაძარცვეს, საეკლესიო ნივთები აიღეს, მაგრამ ძვირფასეულობით შემკული სასწაულთმოქმედი ხატი ხელუხლებელი დარჩა: უხილავმა ძალამ ბარბაროსებს ნება არ მისცა, რომ სიწმინდეს შეხებოდნენ. ამავე უხილავმა ძალამ არ შეუშვა ისინი გამოქვაბულში, სადაც ბერები იმალებოდნენ, თუმცა თათრები გაშიშვლებული ხმლებითა და ანთებული ჩირაღდნებით ძალიან ცდილობდნენ მათ პოვნას. მოულოდნელად რაღაც გასაოცარი ხილვით დამფრთხალნი გაიქცნენ.

წმიდა დიმიტრი როსტოველი თავისი წიგნის „დამარწყულებელი საწმისის“ ბოლოს, რომელშიც ილინის ხატის 24 სასწაულთმოქმედებას აღწერს, ამბობს: „დასრულდა წიგნი, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულები არ დასრულებულა. ვის ძალუძს მათი რიცხვის შეტყობა?!“

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი