მთავარი » ხატები და ფრესკები

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მსწრაფლშემსმენელი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.11.2019 8 კომენტარი | 27,693 ნახვა

22 ნოემბერი – დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“.

მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობელიბოლო წლებში ამ ხატის მიმართ განსაკუთრებით დიდი სასოება გაჩნდა სრულიად საქართველოში. სახელწოდება ხატისა “მსწრაფლშემსმენელი” თავისთავად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ამ ხატის მიმართ ლოცვისათვის განაწყობს იმ პიროვნებასა თუ ერს, რომელსაც განსაცდელი აქვს მოვლენილი, წინააღმდეგობების დაძლევა კი სწრაფად ესაჭიროება.

ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული. აქ ბერები ტრაპეზის დროს გაივლიან ხოლმე, ხოლო ტრაპეზარს ყველაზე ხშირად უწევს გავლა.

თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წელს გამოავლინა, როდესაც ჩვეულებისამებრ, ტრაპეზარმა ნილოსმა ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და ხმა შემოესმა “აქ ნუღარ გაივლი ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემ სახეს”. ნილოსმა ჩათვალა რომ ეს ძმების მიერ მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიუქცევია და ძველებურად გაივლიდა ხოლმე ხატის წინ ანთებული კვარით. გავიდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: “ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ესე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?” და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. მაშინ გაახსენდა ადრე ნათქვამი სიტყვებიც და იგრძნო თავისი ცოდვის სიმძიმე. მიხვდა, ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ნათქვამის უგულებელყოფის და დაუდევრობის გამო. ნილოსს დაბრმავების შემდეგ თვალის ტკივილები სტანჯავდა და დღედაღამ წმიდა ხატის წინაშე ლოცულობდა და მოთქვამდა. ერთხელ მას ხმა მოესმა : “ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, აცნობე ძმებს, რომ მე ვარ მათი მფარველი და მცველი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივატოვებ, ყველასთვის ვინც ღვთისმოსაობით მომმართავს, შუამდგომელი ვიქნები და ძე და ღმერთი ჩემი, ჩემივე მეოხებით შეისმენს მათ ლოცვას, ასე რომ დღეიდან ჩემს ხატს “მსწრაფლშემსმენელი” ეწოდება რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოუვლენ წყალობას და მათ თხოვნას შევისმენ”.

ამ სასწაულებრივი ამბის შესახებ მთელმა ათონის მთამ შეიტყო. ამის შემდეგ ბერებმა ადგილს, სადაც წმიდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მსწრაფლშემსმენლის სახელობის ტაძარი ააგეს.

მას შემდეგ “მსწრაფლშემსმენელის” ხატის მადლით მრავალი სნეული და გასაჭირში მყოფი განკურნებულა და გადარჩენილა.

ხატი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებითა და შემუსრვილი გულით.

1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს. ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9 ნოემბერს (ა.ხ სტილით 22 ნოემბერს).

1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში.

2005 წლის 12 მაისს, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის “მსწრაფლშემსმენელის” ასლი საქართველოში ჩამობრძანეს. რომელიც დოქიარის მონასტრის ბერებმა დაწერეს.

აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ “მსწრაფლშემსმენელის” ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II აღავლინა.

ეს ხატი დღესაც სამების საკათედრო თაძარშია დაბრძანებული და ყოველდღიურად უამრავი მომლოცველი სტუმრობს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • lia says:

    brwyinvale xaria… caqartvelo cwrafad gaadzlieros da madli ar mogvaklos….

  • დარო says:

    დიდი მადლობა ყველას ვინც ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის, “მსწრაფლშემსმენელი” ხატი ჩამოაბრძანა საქართველოში .მრავალ სასწაულთა მოქმედი.შეეწევა ჩემს საქართველოს. გაამთლიანებს. გააძლიერებს.გააბრწყინებს. უფალმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი
    პატრიარქი ილია II.

  • მანანა says:

    დედაო ხვთისავ შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი,შენი კალთით დაიფარე ჩვენი სამშობლო,შენი წილხვედრი მიწა ივერიისა და შენ შვილებს დაგვეხმარე დავძლიოთ ცოდვები,განვსპეტაკნდეთ, რომ ღირსეულად მოვიპოვოთ შენი მფარველობა–წმიდაო დედაო , და შენი ძის წყალობას ნუ მოაკლებ ჩვენ ნატანჯ ხალხს!!! გაიხარეთ!!!დაე, სწრაფ გვისმინოს დედახვთისამ გაგვიძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო!!!

  • ხატუნა says:

    დედაო გვტისავ სჰეგვიწკალე ჩვენ ცოდვილნი,გადმოგვაფარე შენი კალთა,მფარველო წმინდაო დედაო,დაგვიფარე შენი შვილები,სრულიად საქართველო.

  • ლელა says:

    ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო “მსწაფლშემსმენელო”, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა ჩვენისა, რათა შუამდგომელობითა შენითა ყოვლადსახიერმან სამებამან გარდამოგვივლინოს საღმრთო მადლი უძლურთა კურნებისა და ნაკლულევანთა აღვსებისა, სასიცოცხლო ძალთაგან დაშრეტილთა და უღონო ქმნილთა, ბოროტის მანქანებათაგან მრავალ გზის კვეთებულთა და გვემულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა.

  • ლელა says:

    ღვთისმშობელო ქალწულო,გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ,უფალი შენთან არს.კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა,რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.ამინ!

  • ლელა says:

    დიდო დედაო,გთხოვ სასწრაფოდ მოიხილო ჩემი დანგრეული ოჯახის გაუსაძლისი მდგომარება და დამეხმარე მის გამრთელებაში.

  • ლია says:

    დამლოცე მსწრაფლშემსმენელო…. ისმინეთ ჩემი ვედრება და დედობას მაზიარეთ…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი